ტურიზმი
29/09/2023

მარიამ ქვრივიშვილი - საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღეს 2024 წელს უმასპინძლებს

საქართველო 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყანაა. ეს ტიტული ჩვენს ქვეყანას საუდის არაბეთში, ქალაქ რიადში გადმოეცა.

„გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრმა ევროპულმა ქვეყნებმა ერთსულოვანი მხარდაჭერა გამოგვიცხადეს და შედეგად, მსოფლიო ტურიზმის დღეს საქართველოს გადმოეცა 2024 წლის მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყნის ტიტული. ამით საქართველომ დიდი აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა, რომელიც საუდის არაბეთში 2023 წლის მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიებაში მონაწილეობს.

ღონისძიებას ასევე ესწრება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.  

„საქართველო განაგრძობს, იყოს საინტერესო და მიმზიდველი ტურისტული მიმართულება მსოფლიოში. მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძლის სტატუსი მოგცემს იმის შესაძლებლობას, რომ მომდევნო წელს ჩვენს ქვეყანაში ღირსეულად დავხვდეთ 3000-მდე წამყვან ლიდერს ტურიზმის ინდუსტრიიდან და ავიაციის სექტორიდან. ჩვენ შევძლებთ, ღირსეულად წარმოვადგინოთ საქართველოს როგორც ტურისტული, ასევე საინვესტიციო პოტენციალი. ამ გამარჯვებით, ჩვენ გადავდგით კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოს აღიარების, ცნობადობის გაზრდის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებისთვის,“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.  

მინისტრის მოადგილემ ტურიზმის ლიდერების ფორუმზე დამსწრე საზოგადოებას გააცნო ინფორმაციას საქართველოში 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებული ღონისძიების შესახებ. საქართველოს დელეგაციამ ასევე მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სამუშაო სესიასა და ორმხრივ შეხვედრებში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023