ტურიზმი
18/07/2023

მაია ომიაძე: საქართველოში, შავ ზღვაში ბანაობა უსაფრთხოა

„შავი ზღვის საქართველოს სანაპირო ზოლი საერთაშორისო სტანდარტებს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს, შესაბამისად საქართველოში, შავ ზღვაში ბანაობა არის უსაფრთხო.  ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, შემომყვან ტურისტულ კომპანიებთან, ტუროპერატორებთან, ასევე მუდმივ საინფორმაციო კამპანიას ვაწარმოებთ და საზოგადოებას საქმის კურსში ვაყენებთ და ვატყობინებთ ახალი კვლევის შედეგებს“,-აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტომ 2023 წლის  6 და 10 ივლისს განხორციელებული მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც შავი ზღვის წყლის სინჯებში განსაზღვრული 59 პარამეტრის მნიშვნელობები ნორმის ფარგლებშია.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, საქართველოს საზღვაო კურორტებზე ზაფხულის ტურისტულ სეზონზე გაზრდილია დამსვენებელთა რაოდენობა.

„აღსანიშნავია, რომ ზღვის სანაპირო ტურისტებითაა სავსე, ზაფხულის სეზონი პიკს აღწევს და ველოდებით როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ მოგზაურებს. დაბინძურების ფაქტი არ დასტურდება ლაბორატორიული კვლევებით. გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო 10 დღეში ერთხელ იღებს სინჯებს და დამსვენებლებს საფრთხე არ ემუქრებათ“,-განაცხადა მაია ომიაძემ.

გარემოს ეროვნული სააგენტომ შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგისთვის 10 ივლისიდან სადგურების რაოდენობა გაზარდა - მანამდე არსებულებს ანაკლია - განმუხურის ტერიტორიაზე 3 წერტილი დაემატა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023