ტურიზმი
24/05/2022

Lufthansa Group-ის წევრი ავიაკომპანიები საქართველოს ბაზარზე შემოსვლას განიხილავენ

Lufthansa Group-ის წევრი ავიაკომპანიები საქართველოს ბაზარზე შემოსვლას განიხილავენ. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში Lufthansa Group-ის გაყიდვების უფროსს პეტერ პულემსა და  რეგიონულ მენეჯერ, კარსტენ ცანგს შეხვდა. 

"გვსურს, რომ Luftgansa Group-ი საქართველოს ავიაბაზარზე მაქსიმალურად პროდუქტიულად ვიყოთ წარმოჩენილი. მათ შორის ჩვენი სხვა ბრენდებით, რომლითაც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ვოპერირებთ,-‘’განაცხადა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში Lufthansa Group-ის გაყიდვების უფროსს პეტერ პულემმა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გერმანია საქართველოს ბაზრისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამ ეტაპზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კვირაში 7 სიხშირით პირდაპირ რეგულარურ ფრენებს მიუნხენის მიმართულებით ავიაკომპანია LUFTHANSA ასრულებს,  ხოლო დულესდორფის მიმართულებით Luftgansa Group-ში შემავალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია EUROWINGS, რომელიც ზაფხულის სეზონიდან ფრენებს შტუტგარდი-თბილისის მიმართულებით იწყებს. რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, პირდაპირ რეგულარულ რეისებს გერმანიის სამ ქალაქში: ბერლინში, დორტმუნდსა და მემინგენში ავიაკომპანია WIZZ AIR ასრულებს.

LUFTHANSA GROUP-ში შემავალი ავიაკომპანიებია: LUFTHANSA, EUROWINGS, AUSTRIAN, SWISS, BRUSSELS AIRLINES.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023