ტურიზმი
17/06/2020

ლოპოტა სპა რეზორტი: რეგულაციები მნიშვნელოვანია უსაფრთხოებისა და რისკების შესამცირებლად

ლოპოტა სპა რეზორტმა, ინსპექტირების გავლის შემდეგ, 13-14 ივნისის „უიქენდზე“ პირველ სტუმრებს უმასპინძლა და სეზონი შიდა ტურიზმისთვის სრული დატვირთვით გახსნა.

"2020-ის სეზონზე აქცენტი მთლიანად შიდა ტურიზმზე გვაქვს გაკეთებული. ლოპოტა სპა რეზორტის სტუმრების საკმაოდ დიდ ნაწილს ქართველი მომხმარებელი შეადგენდა, თუმცა წელს შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა. შიდა ტურიზმი ამ ეტაპზე ორი მიმართულებით განვითარდა „უიქენდ“ სტუმრები და „ლონგ-სთეიერები“ (სტუმრები, რომლებიც ხანგრძლივი ვადით ჩამოდიან). ქართველი მომხმარებლისთვის შეთავაზებები სწორედ ამ ორი მიმართულებით განვავითარეთ", - განმარტავს ლოპოტა სპა რეზორტის კომერციული დირექტორი მაკა ღვლივიშვილი.

მისივე თქმით, სახელმწიფოს შემუშავებული რეგულაციები მნიშვნელოვანია უსაფრთხოებისა და რისკების შესამცირებლად.

"სასტუმროსა და სასტუმროს ტერიტორიაზე ყველა ობიექტის მიმართ დაწესებულ სტანდარტებს ზედმიწევნით ვასრულებთ. გარდა ამისა, ლოპოტას ტერიტორია და გარე სივრცეების სიმრავლე გვაძლევს საშუალებას როგორც ჩვენ, ასევე სტუმრებს ფიზიკური დისტანცირების დადგენილ წესებს მივყვეთ. ქართველი მოგზაურის უსაფრთხოება, რომელთაც არ აქვს შესაძლებლობა წელს საზღვრებს გარეთ დაისვენონ ამ ეტაპზე, პრიორიტეტულია, ისევე როგორც იმ წარმატებული ეპიდსიტუაციის შენარჩუნება, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს. შესაბამისად ამჯერად ყველაზე მნიშვნელოვანი უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაა", - განმარტავს ღვლივიშვილი.

სასტუმროში განმარტავენ, რომ საქართველოში მცხოვრები მოსახლეობის მოთხოვნა სასტუმროებზე საკმაოდ მაღალია. უკვე არსებული ჯავშნები იძლევა იმედს, რომ შიდა ტურიზმის მიმართულებით ტურისტული სეზონი წარმატებულად ჩაივლის.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023