ტურიზმი
06/09/2022

ლევან დავითაშვილი UNWTO - ს გენერალურ მდივანს ზურაბ პოლოლიკაშვილს შეხვდა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალურ მდივანს ზურაბ პოლოლიკაშვილს შეხვდა. 
 
შეხვედრაზე განხილეს მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები საქართველოსა და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას შორის. 
 
დადებითად შეფასდა საქართველოს ტურიზმის სექტორის აღდგენის დინამიკა, რომელიც ერთ-ერთი მაღალია რეგიონში. აღინიშნა, რომ 2022 წლის განვლილ პერიოდში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 20.4%-ით გადააჭარბა და 476.1 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.
 
ითქვა, რომ დარგში მიმდინარე პოზიტიური ტენდენციები განაპირობა საქართველოს მთავრობის ეკონომიკურმა პოლიტიკამ, აგრეთვე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ეფექტიანმა აქტივობებმა პოტენციურ სამიზნე ბაზრებზე.
 
საუბარი შეეხო ასევე საქართველოს ტურისტულ სექტორში დასაქმებული პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების საკითხს და ამ მიმართულებით გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერის შესაძლებლობას. ითქვა, რომ გაგრძელდება თანამშრომლობა მხარეებს შორის დარგში განათლების ხარისხის ამაღლების, აგრეთვე უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ინოვაციების დანერგვის მიმართულებით.
Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023