ტურიზმი
27/06/2023

ლაშა პაპაშვილი სასტუმროს "სამზეო ყვარელში" შემოდგომაზე გახსნის

ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი სასტუმრო "სამზეო ყვარელში" შემოდგომაზე გახსნის. სასტუმროს შემდეგ, უკვე 2-3 წელში გაიხსნება შატოც. 

როგორც პაპაშვილმა "ბიზნესპარტნიორს" განუცხადა, პროექტი გაფართოვდა,დაემატა აუზი და ა.შ. გაიზარდა სასტუმროს ნომრების რაოდენობაც.

ბიზნესმენის ინფორმაციით, "სამზეო ყვარელში" 85 ნომრიანი იქნება, კომპლექსის ნაწილი იქნება რესტორანიც. პროექტის გაფართოებამ მისი საინვესტიციო ღირებულება  $2 მილიონით გაზარდა. ჯამში, შატოს და სასტუმრო კომპლექსში $8 მილიონის ინვესტიცია განხორციელდება. 

ლაშა პაპაშვილი წლებია ყვარელში საკუთარ ვენახს ფლობს, რომელიც 45 ჰექტარზეა განთავსებული და როგორც ბიზნესმენი განმარტავს, საერთაშორისო, პრემიუმ კლასის სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია, რაც ჰექტარზე მოსავლიანობითა და სხვადასხვა პარამეტრებით განისაზღვრება, ღვინოსაც, სწორედ იქ მოწეული მოსავლით ამზადებს.

შპს "ყვარლის მარანის" ღვინოები  მხოლოდ საქართველოში იყიდება, ეს არის პრემიუმ საფასო სეგმენტის პროდუქტი. კომპანია 4 სახეობის ღვინოს აწარმოებს: საფერავს,  რქაწითელს, ქისს და ხიხვს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023