ტურიზმი
06/10/2022

ქუთაისის აეროპორტმა სექტემბერში 99 079 მგზავრი გაატარა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი სექტემბერში 8%-ით გაიზარდა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 99 079 მგზავრმა ისარგებლა (2019 წლის სექტემბერი 91 713 მგზავრი).

მგზავრთნაკადის გარდა, სექტემბერში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისების რაოდენობის კუთხითაც ზრდა იყო. სექტემბერში, აეროპორტში რეისები 38%-ით გაიზარდა და 418 რეისს მოემსახურა ( 2019 წლის სექტემბერი - 302 რეისი).

ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 6 ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს.

შეგახსენებთ, 10 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენი-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება. ამ პერიოდში ქუთაისის აეროპორტში ავიაკომპანიები ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეასრულებენ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023