ტურიზმი
05/08/2022

"ქუთაისის აეროპორტისთვის ივლისი არსებობის მანძილზე ისტორიულად ყველაზე დატვირთული იყო"

330 რეისი და 93,919 მგზავრი. 2022 წლის ივლისის თვეში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ისტორიულად ყველაზე მეტ რეისსა და მგზავრს მოემსახურა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თამარ არჩუაძის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მიმოსვლის დინამიკამ ივლისის თვეში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.

,, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის გასული თვე არსებობის მანძილზე ისტორიულად ყველაზე დატვირთული იყო. ერთ თვეში 330 რეისისა და 93,919 მგზავრის მომსახურება ჩვენი აეროპორტისთვის ერთდროულად სასიხარულოც იყო და საპასუხისმგებლოც. მოლოდინები კიდევ უფრო პოზიტიური გვაქვს. იცით, რომ Wizz Air--მა ჩვენს აეროპორტში მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდი დააბრუნა, დაიწყო პირდაპირი ფრენები ტალინისა და პარიზის მიმართულებით. ასევე, მეორე ხომალდმა საშუალება მისცა ავიაკომპანიას არსებულ მიმართულებებზე ფრენი სიხშირეები გაეზარდა.   შესაბამისად, ეს ყველაფერი აეროპორტში მგზავრთნაკადისა და რეისების ზრდას შეუწყობს ხელს,-‘’აცხადებს თამარ არჩუაძე.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში  4 ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს.

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023