ტურიზმი
18/03/2022

ქუთაისიდან შიმკენტის მიმართულებით პირდაპირი ფრენები ხვალიდან განახლდება

ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FlysArystan-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით შიმკენტიდან პირდაპირი რეგულარული ავიარეისების შესრულებას 19 მარტიდან განაახლებს.

შიმკენტი- მეოთხე მიმართულებაა, სადაც ქუთაისის აეროპორტიდან ყაზახეთში მოხვედრა ხვალიდან, კვირაში ორი სიხშირით, ოთხშაბათსა და შაბათს კვლავ იქნება შესაძლებელი.

შიმკენტი-ქუთაისის მიმართულებით ფრენები ნოემბერში შეჩერდა და ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლოდან კვლავ აღდგება.

FlyArystan-ი დღეისთვის ქუთაისის მიმართულებით ფრენებს ასრულებს ​ატირაუდან, აქტაუდან და დედაქალაქ ნურ-სულთანიდან. ჯამურად, ყაზახეთის მიმართულებით ქუთაისის აეროპორტიდან ამ ეტაპზე, ფრენები კვირაში 12 სიხშირით სრულდება.

საქართველოს აეროპორტების გაერთანების ინფორმაციით, ავიაკომპანიასთან თანამშრომლობის შედეგად, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, შესაძლოა სიხშირეების რაოდენობა გაიზარდოს.

ავიაკომპანია FlyArystan-მა 2021 წელს დაიწყო ოპერირება დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში და დღემდე წარმატებით ოპერირებს. გასული წლის განმავლობაში ქუთაისიდან ყაზახეთის მიმართულებით და პირიქით, ავიაკომპანიამ 67,551 მგზავრი გადაიყვანა და 297 რეისი შეასრულა.

FlyArystan პირველი ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც 2018 წელს დაარსდა და AIR ASTANA-ს შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. ოპერირებას ავიაკომპანია ძირითადად AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით ახდენს.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023