ტურიზმი
21/06/2021

"კორპორაცია ქინძმარაული" სიღნაღში 2 სასტუმროს გახსნის

„კორპორაცია ქინძმარაული” სიღნაღში სასტუმროების განთავსებას გეგმავს. დაგეგმილი ინვესტიციის მოცულობა 2-დან 4 მილიონ ევრომდეა. კომპანია ორ სასტუმროს გახსნის ჯამში 40-მდე ნომრით.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „კორპორაცია ქინძმარაულის“ გენერალურმა დირექტორმა განუცხადა, ეს პროექტები სიღნაღს ტურისტული კუთხით გამოაცოცხლებს.

„ორივე სასტუმრო ქალაქის ცენტრშია. ჩვენ არსებული შენობები შევიძინეთ. თუკი გეგმის მიხედვით ვიმოქმედეთ, ერთ წელიწადში უკვე უნდა გაიხნას ერთი სასტუმრო, ხოლო მომდევნო წელს - მეორე. თუმცა, დღეს ძალიან რთულია საუბარი ზუსტ ციფრებზე, რადგან სწრაფად იცვლება ბაზარზე სიტუაცია, ბევრწილად ვართ დამოკიდებული ტურიზმის აღდგენასა და პანდემიის დამარცხებაზე“ - აღნიშნა ნუგზარ ქსოვრელმა.

მისივე თქმით, სიღნაღის ტურისტული პოტენციალის სრულად ასათვისებლად, გარკვეული სამუშაოა ჩასატარებელი. მათ შორის ადგილობრივი მთავრობის, ტურიზმის ადმინისტრაციისა და ტურისტული კომპანიების ჩართულობით.

ამასთან, კომპანია კახეთში სხვადასხვა ტურისტული შეთავაზებების განვითარებაზეც მუშაობს. მათ შორის იგეგმება ძვირფასეულობის მაღაზიების გახსნა ყვარელში, რომელიც ასევე ტურისტებზე იქნება ორიენტირებული.

კორპორაცია ღვინის ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორია, ჩართულია ღვინის ტურიზმში და სასტუმრო სექტორში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023