ტურიზმი
05/08/2022

ივლისში ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადმა 94 000-ს მიაღწია

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკა ნარჩუნდება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2022 წლის ივლისში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადი 11 %- ით გაიზარდა.  2022 წლის ივლისში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 93,919 მგზავრს მოემსახურა. (2019 წლის ივლისი 84,728 მგზავრი).

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დადებითი დინამიკაა ავიარეისების რაოდენობის ზრდის კუთხით. ივლისში, აეროპორტში რეისები 24%-ით გაიზარდა და 330 რეისს მოემსახურა. ( 2019 წლის ივლისი - 267 რეისი).

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში  4 ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს. 1-ლი აგვისტოდან ქუთაისის აეროპორტში Wizz Air-მა მეორე ბაზირებული ხომალდი დააბრუნა და ფრენები ტალინისა და პარიზის მიმართულებით განაახლა, ასევე არსებულ 10 მიმართულებაზე სიხშირეები გაზარდა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023