ტურიზმი
25/11/2022

ITB Berlin ჟურნალი საქართველოს სამთო ტურისტულ პოტენციალზე წერს

„2023 წელს საქართველოში სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება“ ამ სათაურით  მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენის „ITB Berlin“ ჟურნალი სტატიას აქვეყნებს. ონლაინგამოცემა მკითხველს საქართველოს ზამთრის კურორტებს აცნობს.

„საქართველოს თოვლით დაფარული მთები 1200 კილომეტრზეა გადაჭიმული. მთები ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი სიმდიდრეა უძველეს კულტურასთან, გემრიელ კერძებთან, ღვინის მომზადების ტრადიციასა და სტუმარმასპინძლობასთან ერთად. მოგზაურებს საქართველოში, სამთო კურორტებზე ძალიან მაგარი თავგადასავლების მოწყობა შეუძლიათ. გუდაურსა და ბაკურიანში ინფრასტრუქტურა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით განახლდა. სულ ახალი კურორტებია გოდერძი და მესტია“, - წერს ITB Berlin.

სტატიაში მოყვანილია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის ციტატა.

„ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა და მიღწევაა, ეს ხელს უწყობს არა მხოლოდ ამ კურორტების ეკონომიკურ განვითარებას, არამედ ზამთრის სპორტის დახვეწას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას.“

ITB Berlin-ის ჟურნალის ცნობით,  საქართველო 2023 წელს, ბერლინში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „ITB Berlin“  მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება, ქვეყანა უკვე ემზადება მომავალი წლის გამოფენისთვის, სადაც საქართველოს ერთიანი საპრომოციო სტენდი განთავსდება, სადაც გამოფენის სტუმრები საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს გაეცნობიან.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023