ტურიზმი
30/03/2022

ისრაელიდან საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდას ელიან

მედეა ჯანიაშვილმა და ისრაელის ტურიზმის მინისტრის მოადგილემ  ისრაელიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის პერსპექტივა განიხილეს. 

ისრაელში, თელ-ავივში მიმდინარე საერთაშორისო ტურისტული გამოფენის IMTM 2022–ის ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი ისრაელის ტურიზმის მინისტრის მოადგილეს შეხვდა.

მედეა ჯანიაშვილმა და კობი ბრადამ საქართველოსა და ისრაელს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე ასავე საუბარი შეეხო კონკრეტულ ტურისტულ პროდუქტებს, რომელსაც საქართველო სთავაზობს ისრაელის ბაზარს და ქვეყნის აქტიური პოზიციონირების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს.

"საკმაოდ პროდუქტიული და საინტერესო შეხვედრა გვქონდა, სადაც ძირითადად გავაცანით ის ტურისტული პროდუქები,  რომელსაც  ვთავაზობთ ისრაელის ბაზარს.  მოგეხსენებათ, ისრაელი წამყვანი ტურისტული ბაზარია საქართველოსათვის და შესაბამისად განვიხილეთ კონკრეტული გზები, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ ისრაელიდან" - განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.

კობი ბრადას თქმით, საქართველო ერთ-ერთი წამყვანი ტურისტული მიმართულებაა ისრაელში, რომელიც ისრაელელებს ძალიან იზიდავთ, უყვართ საქართველო. ისრაელის მოქალაქეებს მოსწონთ ტურისტული თავგადასავლები, ქართული კერძები და სტუმართმოყვარეობა. 

ისრაელი საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. ისრაელისა და საქართველოს ქალაქებს შორის რეგულარული ავიარეისები სრულდება, წლების მანძილზე ისრაელი საქართველოს საერთაშორისო ვიზიტორთა ტოპ ათეულში შედის.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023