ტურიზმი
01/08/2023

Go Tour : წელს ძალიან პოპულარულია ევროპის საზღვაო კურორტები - მალტა, დუბროვნიკი

მიუხედავად იმისა, რომ წინა წლის ზაფხულთან შედარებით, ფასები სულ მცირე 20%-ით არის გაზრდილი, ტურისტულ პაკეტებზე მაინც მაღალი მოთხოვნა ნარჩუნდება, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ გამყვან ტურიზმზე მომუშავე კომპანია Go Tour-ის ხელმძღვანელმა ნინო წიკლაურმა განუცხადა.

მისი თქმით, ადგილობრივი მომხმარებლის მხრიდან მოგზაურობაზე მოთხოვნა წლიდან წლამდე მზარდია.

„ჩემი კომპანიის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ყოველწლიურად, საშუალოდ, 20%-ით იზრდება როგორც მოთხოვნა, ისე გაყიდვები. წლევანდელი ზაფხულიც არ არის გამონაკლისი. გლობალურ ინფლაციას, რომელმაც მოგზაურობასთან დაკავშირებული ყველა სერვისი გააძვირა, მომხმარებლის ქცევაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ ჰქონია და ისინი, მაინც გეგმავენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ დასვენებას“, - აღნიშნავს ნინო წიკლაური.

მისი თქმით, ამ ზაფხულს, ფასების მატება როგორც ჯგუფურ, ისე ინდივიდუალურ ტურებზე შეინიშნება.

„ყველა ტურისტული მიმართულებით, მათ შორის თურქეთისკენაც კი ზრდისკენ არის დაკორექტირებული ფასები. თუმცა, მაგალითად ივნისის თვეში თურქეთის კურორტებზე 1 კვირიანი სამოგზაურო ტურ-პაკეტები 1000 ლარი ღირდა. ძალიან იაფი იყო კვიპროსის, კერძოდ, აია-ნაპას მიმართულებაც. მოკლედ, ვინც რამდენიმე თვით ადრე დაგეგმავდა მოგზაურობას, მაინც ბიუჯეტურ ფასად ახერხებდა დასვენებას“, - განმარტა Go Tour-ის ხელმძღვანელმა.

მან „ბიზნესპარტნიორთან“ ზაფხულის ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ისევე როგორც ყოველ წელს, 2023 წლის ზაფხულშიც გაყიდვების კუთხით უპირობო ლიდერი თურქეთის კურორტებია - ანტალია, ბოდრუმი, კუშადასი.

„სეზონურობიდან გამომდინარე, ქართველი მოგზაურები საზღვაო კურორტებს ირჩევენ.  თურქეთი ლიდერია - აქ თბილისიდან პირდაპირი ფერენები ხორციელდება, ტურ-ოპერატორებიც მომხმარებელს  სრულ სამოგზაურო პაკეტს ვთავაზობთ ტრანსფერებითა და კვებით. შესაბამისად, მაქსიმალური კომფორტიდან გამომდინარე, ჩვენი მომხმარებელი უპირატესობას თურქეთს ანიჭებს“, - განაცხადა წიკლაურმა.

მისივე ინფორმაციით, თურქეთის გარდა, ძალიან პოპულარულია ევროპის საზღვაო კურორტები - მალტა, დუბროვნიკი, საბერძნეთის კუნძულები, კვიპროსი, სამხრეთ იტალია, ესპანეთის და პორტუგალიის საზღვაო კურორტები და სხვა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023