ტურიზმი
16/02/2022

Galt &Taggart ეპიდსიტუაციის დასტაბილურებას და ტურიზმის აღდგენის დაჩქარებას ელის

Galt &Taggart-ი უახლოეს მომავალში პანდემიური სიტუაციის დასტაბილურებას ელის, რაც ვიზიტორთა რაოდენობას და ტურიზმიდან შემოსავლების აღდგენას დააჩქარებს.

საინვესტიციო ბანკის ტურიზმის ბაზრის იანვრის ანგარიშის მიხედვით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2019 წლის დონის 69%-ზეა.

საქართველოს ტურიზმის სექტორი მონაცემები ასეთია:

  • 2022 წლის იანვარი აღინიშნა უწყვეტი და დაჩქარებული აღდგენით
  • საერთაშორისო შემოსვლების მთლიანმა რაოდენობამ, 177,072 ადამიანზე დაყრდნობით, 2019 წლის დონის მხოლოდ 40% შეადგინა. ეს ზრდა ძირითადად განპირობებული იყო ჩამოსული ტურისტების რაოდენობის ზრდით, რომელმაც 2019 წლის დონის 53% აჩვენა. ერთდღიანი მოგზაურობები რჩება დაბალ მაჩვენებლებში და აღდგენა მხოლოდ 10%–ია, 2019 წელთან შედარებით.
  • ვიზიტორთა სიაში თურქეთი ლიდერობდა, რასაც მოჰყვა რუსეთი და სომხეთი. მიუხედავად ამისა, საქართველოში შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობამ, უკრაინიდან, ისრაელიდან, ყაზახეთიდან, ბელორუსიდან, საუდის არაბეთიდან და უზბეკეთიდან, 2019 წლის დონეს გადააჭარბეს.
  • ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა $114 მლნ შეადგინა, რაც 2019 წლის დონის 69.3%–ს შეადგენს. შემოსავლები უფრო სწრაფად აღდგება, სანამ შემოსულ ვიზიტორებს შორის შერეული ტურისტები ჭარბობენ, რომლებიც უფრო მეტს ხარჯავენ, ვიდრე ერთდღიანი ვიზიტორები. 22 იანვრის მონაცემებით, ტურიზმიდან შემოსავლების 16% რუსეთსზე მოდიოდა. შემდეგ მოდის უკრაინა 12%–ით, ევროკავშირი ასევე 12%–ით, თურქეთი – 11% და ისრაელი – 8%.

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023