ტურიზმი
04/10/2022

"ემოციური ინტელექტი"-ტურიზმის ადმინისტრაციის ახალი ტრენინგი კერძო სექტორისთვის

მომსახურების სფეროში ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტრენინგებს აგრძელებს. ადმინისტრაციის ორგანიზებით ცნობილი საერთაშორისო ტრენერი მონიკა ქუეროლი ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის, სასტუმროების, კვების ობიექტების თანამშრომლებისთვის 5 დღიან გადამზადების კურსს მართავს.

ტრენინგის ფარგლებში სტუმარმასპინძლობის სფეროს  100 წარმომადგენელი გადამზადდება.

„დღეს ტურიზმის სექტორი ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დგას, მაღალი კონკურენციის პირობებში მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება საერთაშორისო ტურისტებისთვის.ამ ფონზე ჩვენი ჩართულობა არის უმნიშვნელოვანესი. ამჟამად ჩვენ ვმასპინძლობთ საერთაშორისო ტრენერს დიდი ბრიტანეთიდან, რომელიც სექტორის წარმომადგენლებს სთავაზობს ტრენინგს „ემოციური ინტელექტი“. 100 მსმენელს აქვს საშუალება გაიაროს ეს ტრენინგ-კურსი. შესაბამისად ეს კერძო სექტორის წარმომადგენლებს დაეხმარებათ ხარისხიანი და ევროპული სტანდარტის მომსახურების შეთავაზებაში ჩვენი სტუმრებისთვის“,-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.

 „ძალიან მოხარული, რომ საშუალება მაქვს საქართველოდი გავუძღვე  ემოციური ინტელექტის ტრენინგს. ეს ეხმარება პროდუქტიულობის, თანამშრომლობის, უკეთესი გუნდური მუშაობისა და ბიზნეს აქტივობის გაზრდას. ტრენინგი ეხმარება ყველას, მათ შორის მომსახურების სფეროს წარმომადგენლებს. ჩვენ გვყავს კლიენტები, მომხმარებლები, მომწოდებლები და კოლეგები და თუ ეს კონცეფცია მუშაობს,  მაშინ თქვენ გაქვთ უკეთესი მომსახურება სტუმარმასპინძლობის სფეროში“,-აცხადებს ტრენერი მონიკა ქუეროლი.  

ტრენინგის კურსის „ემოციური ინტელექტი“ ფარგლებში  კერძო სექტორის წარმომადგენლები სწრაფად მზარდ კონკურენტულ სამუშაო გარემოში ემოციური ინტელექტის როლს, მის ასპექტებსა და კომპეტენციებს ეცნობიან. ტრენინგი  ხელსშეუწყობს დასაქმებულთა და ორგანიზაციების პროფესიული საქმიანობის გაუმჯობესებას, ასევე ისეთი უნარების განვითარებას როგორიცაა: გუნდური მუშაობის პრინციპები, სტრესული სიტუაციებისას ემოციების და გრძნობების მართვა, კონფლიქტის მენეჯმენტი, მოტივაციის ამაღლება და ა.შ

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023