ტურიზმი
                                15/03/2022
                                
                            ეკოტურისტული სერვისებიდან საქართველომ ₾5.7 მლნ-ის შემოსავალი მიიღო
საქართველომ 2021 წელს ეკოტურისტული სერვისებიდან ჯამურად 5.663 მლნ ლარი მიიღო, რაც 2020 წლის მაჩვენებელს დაახლოებით 6.4-ჯერ (899 076 ლარი) აღემატება..
"ბიზნესპარტნიორის" მიერ დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2021 წელს საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 589 098 ვიზიტორი ესტუმრა, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდს 2,4-ჯერ აღემატება.
ვიზიტორთა შორის 47% (278 084 ვიზიტორი) საქართველოს, ხოლო 53% (311 014 ვიზიტორი) სხვა ქვეყნის მოქალაქეა.
2020 წელთან შედარებით, უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია დაახლოებით 11.7 -ჯერ.
2021 წელს, ყველაზე მეტი ვიზიტორი ეწვია შემდეგ დაცულ ტერიტორიებს:
- მარტვილის კანიონი
 - პრომეთეს მღვიმე
 - ყაზბეგის ეროვნული პარკი
 - ოკაცეს კანიონი
 - მტირალას ეროვნული პარკი
 
2021 წელს, ეკოტურისტული სერვისებიდან მიღებული შემოსავლები ყველაზე მეტად გაიზარდა შემდეგ დაცულ ტერიტორიებზე:
- პრომეთეს მღვიმე - დაახლოებით 8-ჯერ
 - მარტვილის კანიონი - დაახლოებით 7.2-ჯერ
 - ოკაცეს კანიონი - დაახლოებით 7-ჯერ
 - კინჩხას ჩანჩქერი - დაახლ. 4.8- ჯერ
 
