ტურიზმი
16/05/2022

BOARDROOM: საქართველოში ტურიზმი იზრდება და ქვეყანა უფრო მეტ ბიზნეს ღონისძიებას იზიდავს

საერთაშორისო ონლაინ პლატფორმა BOARDROOM საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.  

სტატია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროსა და BOARDROOM-ის თანამშრომლობით მომზადდა. BOARDROOM –ის ჟურნალში დეტალურად აღწერილია ქვეყნის ტურისტული მიმართულება, იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.

BOARDROOM მკითხველს დეტალურად აცნობს საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს. სტატიაში აღწერილია საქართველოში მდებარე ის სასტუმროები და საგამოფენო სივრცეები, სადაც დიდი ზომის კონფერენციების, შეხვედრების, კონგრესებისა და ფორუმების ჩატარებაა შესაძლებელი.

"საქართველო ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად არის მიჩნეული, ხოლო მსოფლიოში მე-6 ადგილზეა უსაფრთხოების კუთხით.  ყოველწლიურად ქვეყანაში 17 საერთაშორისო ასოციაციის ღონისძიება ეწყობა, რომელსაც საშუალოდ 400- 500 დელეგატი ესწრება. საქართველოში ტურიზმი ზრდას განაგრძობს და ქვეყანა უფრო მეტ ბიზნეს ღონისძიებას იზიდავს.

2019 წელს თბილისმა მსოფლიო გიდების ასოციაციების მე-18 საერთაშორისო კონგრესს (WFTGA) უმასპინძლა. ღონისძიებას 70 ქვეყნიდან 300 გიდი და დელეგატი ესწრებოდა.

თბილისი ქვეყნის საკონვენციო ღონისძიებების ცენტრად არის მიჩნეული, მაგრამ კონფერენციების გასამართად ადგილის დამკვიდრებას სხვა ქალაქებიც იწყებენ, მაგალითად ბათუმში 2023 წელს „World Travel Awards“-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.  საერთაშორისო ღონისძიებებს სასტუმროები მასპინძლობენ, 2024 წლისთვის ბათუმში კიდევ 6 ახალი სასტუმრო გაიხსნება.  ბათუმმა უკვე უმასპინძლა "აღმოსავლეთ პარტნიორობის" 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას. ღონისძიებაში ევროკავშირისა და 6 პარტნიორი ქვეყნის ბიზნესმენები მონაწილეობდნენ". -წერს  BOARDROOM საქართველოს შესახებ. 

საკონვენციო მიმართულების საერთაშორისო ჟურნალი და ონლაინ პლატფორმა BOARDROOM და აერთიანებს 100 000 მეტ ასოციაციას, საკონვენციო ბიუროს, ღონისძიების ორგანიზატორ კომპანიას და ინდუსტრიის შესაბამის წარმომადგენლებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023