ტურიზმი
05/12/2022

Bloomberg: ადრენალინის მოყვარულთათვის საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სამოგზაურო ადგილია

Bloomberg-ზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანია გრძელდება.  საერთაშორისო  მედია პლატფორმა Bloomberg  საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ახალ ვიდეო რგოლს და სტატიას ავრცელებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში Bloomberg-ის მორიგი 3 წუთიანი ვიდეორგოლი და სტატია სათავგადასავლო ტურიზმს,  ლაშქრობასა და სამთო კურორტებს დაეთმო.

„ვინც საქართველოს  სტუმრობდა ან ჯერ კიდევ არ გამგზავრებულა  უკვე იცის  ამ ქვეყნისთვის დამახასიათებელი ნიშნები: თავბრუდამხვევი მთების მოპირდაპირე მხარეს მდებარე უძველესი მონასტრები, თბილისის კულტურისა და არქიტექტურული სტილის საოცარი  ნაზავი, ღვინის ფესტივალები და შავი ზღვის სანაპირო“,-წერს Blooomberg.  ვიდეორგოლში სამთო გიდის ნიკა ფალიანის ინტერვიუს მოსმენა შეიძლება.

„სიამაყეს ვგრძნობ, როდესაც ჩემს ქვეყანას წარმოვადგენ.  სტუმრებს განსაკუთრებულ ადგილებს ვაჩვენებ.  ვიზიტორები საიდუმლოებების  სიღრმეებში მოგზაურობენ,  იკვლევენ უცნობ ადგილებს, ეს მათთვის ძალიან საინტერესოა.  მე თვითონ აღმოვაჩინე ბევრი ადგილი,  სადაც მანამდე ნამყოფი არ ვიყავი“,-ამბობს ნიკა ფალიანი ინტერვიუში.

ვიდეორგოლსა და სტატიაში კავკასიონის მთები, მყინვარწვერი, სტეფანწმინდა და  გერგეტის სამებაა წარმოდგენილი.

 Blooomberg განსაკუთრებულ ყურადღებას სამთო კურორტებს უთმობს.

„საქართველოში  სათხილამურო სპორტი დიდი ტემპით წინ  მიდის. 2023 წელს ბაკურიანი სნოუბორდის, ფრისტაილისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.  გასულ ზამთარს  2021–22 წლების სნოუბორდის მსოფლიო თასის  შეჯიბრი გაიმართა. აქ სათხილამურო ტრასებზე სრიალი უფრო იაფია ვიდრე ალპებში“,-  ვკითხულობთ Blooomberg-ის სტატიაში.   

„სვანეთი ლაშქრობის სამოთხეა.  ეს  ფაქტობრივად  ორი რეგიონია, ქვემო და ზემო სვანეთი. ქვემო სვანეთი საოცარ მოგზაურობას  გთავაზობთ მდინარის ხეობებში, მდელოებსა და ბორცვებზე.  ზემო სვანეთი კი მაღალი მწვერვალებით, მყინვარებითა და მონასტრებით გამოირჩევა.  სვანეთში ტურისტული სეზონი მთელი წელი გრძელდება. რეგიონი შესანიშნავი თხილამურო კურორტებით  ჰაწვალითა და თეთნულდით ცნობილია.“-წერს Blooomberg.

სტატია და ვიდეორგოლი ქუთაისს, იმერეთის ტურისტულ მიმართულებას, ჩანჩქერებს, კანიონინგს და ჯომარდობას ეთმობა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში Bloomberg-მა საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ორი ვიდეორგოლ მოამზადა. კამპანიის ფარგლებში  სამი სტატია ვრცელდება. 
კამპანიის ფარგლებში საქართველოს შესახებ სარეკლამო ვიდეო რგოლებსა და სტატიებს ჯამში 6 მილიონზე მეტი მაყურებელი და მკითხველი ეყოლება მიზნობრივ ტურისტულ ბაზრებზე: დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, გერმანიაში, პოლონეთში, ესტონეთში, ლიეტუვაში, ლატვიაში, საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქუვეითში, ბაჰრეინში, კატარში, ომანსა და ისრაელში. კამპანია ხელს შეუწყობს საქართველოში მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადების მოზიდვას.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023