ტურიზმი
10/10/2023

ბელგიელი ჟურნალისტები და ბლოგერები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

ევროკავშირის ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ბელგიური მედიის 13 წარმომადგენელს უმასპინძლა.

პრესტურის ფარგლებში პოპულარული ბლოგერები, ინფლუენსერები და ჟურნალისტები საქართველოს შესახებ საერთაშორისო გამოცემებისთვის: Elle,  Ken magazine, Marie-Claire, So Soir, De Standaard, Trends Style, Knack Weekend, Trends Tendance  სტატიებს მოამზადებენ.

ტურის ფარგლებში სოციალურ ქსელებში განთავსდება ბლოგები, პოსტები, ვიდეორგოლები და სთორები. საქართველოს შესახებ ინფორმაცია ნიდერლანდურ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე გავრცელდება. 

ბელგიური მედიის წარმომადგენლები ესტუმრნენ თბილისს, კახეთს, მცხეთა-მთიანეთსა და იმერეთს. ტურის მონაწილეებმა დაათვალიერეს მარნები, სადაც ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. სხვადასხვა რეგიონში მედიის წარმომადგენლებისთვის პურის ცხობისა  და ჩურჩხელის მომზადების მასტერკლასები მოეწყო, ტურის მონაწილეები  გაეცნენ ქართულ სამზარეულოს, კულტურას, არქიტექტურას, დაათვალიერეს ტურისტულად საინტერესო ადგილები.

                   

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023