ტურიზმი
13/04/2022

BBC: ქართული ფხალი ვეგანებისთვის შეიძლება სუპერ საკვები იყოს

ქართული მრავალფეროვანი ვეგანური აპეტაიზერი - ამ სათაურით BBC ონლაინ გვერდზე მკითხველს ქართულ სამზარეულოს აცნობს. სტატიის ავტორმა სარა ფრიმენმა საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციის ორგანიზებით იმოგზაურა და ქვეყნის ტურისტულ მიმართულებას, კულტურასა და სამზარეულოს გაეცნო.

„მთელ მსოფლიოში ვეგანებისთვის ქართული ფხალი შეიძლება სუპერ საკვები იყოს“.- წერს BBC-ის ჟურნალისტი.

„ემოციებს ფერებით გამოვხატავ, მიყვება შეფ-მზარეული დავით ნარიმანიშვილი, როდესაც ჩემი ჩანგალი იდეალური ფორმის ქარვისფერ, მწვანე და მეწამულისფერ აპეტაიზერს ეხება.   ნიახურის ფოთლებით დაწყებული ოხრახუშით დამთავრებული ინგრედიენტები ფხალს შესანიშნავ კერძად აქცევს.  ფხალი პირველ რიგში სუფრის საყრდენს წარმოადგენს და  ქართველების უსაზღვრო სტუმართმოყვარეობას გამოხატავს“.-წერს სარა ფრიმენი. 

სტატიაში აღწერილია ქართული კერძები,  თბილისისა და ქუთაისის ბაზრები, აგრეთვე  კვების ობიექტები სადაც შესაძლებელია  ვეგეტარიანული კერძების გასინჯვა. 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023