ტურიზმი
03/08/2022

ბათუმში, თიბისის მხარდაჭერით, სასტუმრო "მონარქი" გაიხსნა

ბათუმის ისტორიულ ნაწილში, ერას მოედანთან, თიბისის მხარდაჭერით, სასტუმრო „მონარქი“ გაიხსნა.

ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო კომპანია „ინს გრუპის“ საკუთრებაა. ახალ პროექტში კომპანიამ 12 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

სასტუმრო 60 ნომერს აერთიანებს, სადაც ჯამში 150 სტუმრის მიღებაა შესაძლებელი. სასტუმროში 30 ადგილობრივი ადამიანია დასაქმებული.

„მონარქი“ მორგებულია არა მხოლოდ ტურისტულ, ასევე საქმიან ვიზიტებზეც. მომხმარებლებს საშუალება აქვთ სასტუმროს საკონფერენციო დარბაზით ისარგებლონ, რომელიც 60-80 ადამიანზეა გათვლილი.

სასტუმრო სტუმრებს სთავაზობს ბუფეტის ტიპის საუზმეს, ლობი ბარს, ქართულ რესტორანსა და რეცეფციის მომსახურებას 24/7-ზე.

„მონარქი“ უკვე წარმოდგენილია საერთაშორისო პლატფორმებზე: booking.com, hotels.com, Agoda.com და სხვა. დაინტერესებულ პირებს სასტუმროსთან დაკავშირება მათი Facebook გვერდის დახმარებითაც შეუძლიათ

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023