ტურიზმი
28/09/2022

4 მლნ-მდე მგზავრი და 15 000-ზე მეტი რეისი - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 10 წლისაა

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტს გახსნიდან 10 წელი შეუსრულდა. 10 წლის წინ, კოპიტნარში მდებარე აეროპორტს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. განახლდა ასაფრენი-დასაფრენი ზოლი, თვითმფრინავების სადგომები, აშენდა ახალი ტერმინალი და სანავიგაციო კოშკურა. გახსნიდან დღემდე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 4 მილიონამდე მგზავრს და 15 ათასზე მეტ რეისს მოემსახურა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე ქუთაისის აეროპორტის მგზავრებსა და თანამშრომლებს 10 წლის იუბილეს ულოცავს და ამბობს, რომ აეროპორტის განვითარება მომდევნო წლებშიც უწყვეტად გაგრძელდება.

"10 წლის წინ, საქართველოს შეემატა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც საშუალოდ წლიური 30%-იანი ზრდით სიდიდით ქვეყნის მეორე აეროპორტია, ხოლო ევროპაში - დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი. ვამაყობთ და გვახარებს, რომ ამ წლების განმავლობაში ჩვენი აეროპორტის საშუალებით საქართველოს მოქალაქეებმა პირდაპირი გზით შეძლეს ემოგზაურათ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ევროპის ქვეყნებში  ქვეყნის მთავარი საჰაერო კარიბჭის სახელი ღირსეულად დაიმკვიდრა. ეს ის აეროპორტია, საიდანაც საქართველოდან ევროპაში ყველაზე მეტი პირდაპირი რეისი სრულდება. მოგზაურობა ერთი ნაბიჯით იწყება. #იფრინექუთაისიდან ახლა უკვე აზიასა და ახლო აღმოსავლეთში და აღმოაჩინე ახალი თავგადასავლები", - განაცხადა თამარ არჩუაძე. 

2021 წლის 9 ივნისს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალი, რომელიც 6-ჯერ გაიზარდა, განახლებული სახით ოფიციალურად გაიხსნა. ამ ეტაპზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გამგზავრება შესაძლებელია ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის 17 ქვეყნის 28 მიმართულებით. 2023 წელს, აეროპორტის მმართველი კომპანია შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება (UAG) ქუთაისის აეროპორტში მილიონამდე მგზავრის მომსახურებას ვარაუდობს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023