ტექნოლოგიები
14/06/2023

"წლის ბოლოს საქართველოს რომელიმე დიდი ქალაქი შეიძლება 5G ქსელში ჩართული იყოს"

წლის ბოლოსთვის შეიძლება, საქართველოს რომელიმე დიდი ქალაქი ჩართული იყოს 5G ქსელში - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ „მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის“ პრეზიდენტი უჩა სეთური საუბრობს.

„იმედი გვაქვს, რომ წელს, ჩვენ უკვე ვიხილავთ ვალდებულებებით შერჩეულ ოპერატრებს, ვინც ამ 5G ლიცენზიას იყიდის. წლის ბოლოს შეიძლება, უკვე რომელიმე დიდი ქალაქი ჩართული გვქონდეს 5G ქსელში. ეს შეიძლება ბათუმი ან თბილისი იყოს. ვიცი, რომ ამაზე ინტენსიურად მუშაობენ ოპერატორები, შერჩეული აქვთ ტექნოლოგია და გადაწყვეტები - როგორ მოხდება ამ ყველაფრის რეალიზაცია. ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, რაც სხვა ბაზრების გახსნის და სხვა სერვისების დანერგვის გზაა“ - აცხადებს უჩა სეთური.

მისივე თქმით, 5G ტექნოლოგიის დასანერგად მობილური ოპერატორებისთვის კარგი საბაზრო პირობებია შექმნილი.

„ლიცენზიის ფასი შემცირებულია, რაც ნიშნავს იმას, რომ ძალიან დიდი ნაბიჯია სახელმწიფოს მხრიდან გადაგმული. პირობები და სიხშირეების განაწილება ბევრად უფრო დემოკრატიული და ლიბერალურია, ვიდრე ეს იყო წინა ვერსიებში. ამიტომ, ყველა საშუალებაა დღეს იმისთვის, რომ ეს დაინერგოს. ეს რევოლუციური, გარდამტეხი ტექნოლოგიაა. თუ თავს მიიჩნევ გარკვეულ ოპერატორად, ეს ტექნოლოგია აუცილებლად უნდა დანერგო და გააკეთო, ამის წინაპირობები კი, ვფიქრობ რომ იდალურთან მიახლოებულია. საწუწუნო, ბარიერები და პრობლემები არავისთვის შექმნილი არ არის. გასაგებია, რომ ძვირია, მაგრამ, შემოსავლებსაც შევხედოთ - რამხელაა მობილური ოპერატორების შემოსავლები“ - განმარტავს უჩა სეთური „ბიზნესპარტნიორთან“.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023