ტექნოლოგიები
24/08/2022

თიბისის მხარდაჭერით და GeoSTQB-ის ორგანიზებით პროგრამულ ტესტერთა საერთაშორისო დღე აღინიშნება

თიბისის მხარდაჭერით და GeoSTQB-ის ორგანიზებით, საქართველოში მესამედ აღინიშნება პროგრამულ ტესტერთა საერთაშორისო დღე, რომლის ფარგლებშიც 9-10 სექტემბერს, aPeople-ის სათაო ოფისში კონფერენცია გაიმართება.  

ტესტერთა საერთაშორისო დღე მსოფლიოში ყოველწლიურად 9 სექტემბერს აღინიშნება. ღონისძიებას 2020 წლიდან ორგანიზებას უწევს საქართველო პროგრამული ტესტირების საკვალიფიკაციო საბჭოს საქართველოს ოფისი (GeoSTQB). თიბისი მეორე წელია კონფერენციის მხარდამჭერია.

კონფერენცია 9-10 სექტემბერს გაიმართება. კონფერენციაზე მონაწილეობას მიიღებენ  საქართველოსა და ევროპის წამყვანი კომპანიები, დარგის ექსპერტები  და საერთაშორისო სპიკერები. ღონისძიებას 250-მდე სტუმარი დაესწრება, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ GeoSTQB-ის, თიბისის, ISTQB-ის, EPAM-ის, Exactpro-ს, Perforce Software-ის, Cypress.io-ს, Slido-ს, Smart Academy-ს, Flat Rock Technology-ს, aPeople-ის, Quantori, DevOps საქართველოს, RockIT by NGT-ის, Tulaco-ს, Intranote-ის და HTSolution-ის წამყვან სპიკერებს. მონაწილეები გაეცნობიან პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერთა საბაზრო კვლევის შედეგებს საქართველოში.

ღონისძიების მიმდინარეობისას ცალკე სივრცე იქნება გამოყოფილი პროგრამული უზრუნველყოფის ტრენინგ ცენტრების, დამსაქმებელი ორგანიზაციებისა  და კომპანიებისათვის. კონფერენციის ადგილობრივ და საერთაშორისო მონაწილეებს ერთმანეთის გაცნობის, აზრების გაზიარების და საქმიანი ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობა მიეცემათ.

კონფერენციაზე დასწრებით დაინტერესებულ პირებს ბილეთების შეძენა შეუძლიათ: tkt.ge-ზე.

GeoSTQB არის საქართველოს პროგრამული ტესტირების საკვალიფიკაციო საბჭო -ISTQB-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რომლის მიზანია სხვადასხვა ღონისძიებებითა და სასწავლო პროექტების საშუალებით საქართველოში პროგრამული  ტესტირების მიმართულების განვითარება, ტრენინგ ცენტრების და კურსების აკრედიტაცია და ISTQB ოფიციალური გამოცდის მხარდაჭერა.

თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, მხარს უჭერს რიგით მე-3  ტესტირების საერთაშორისო დღეს,  რადგან თიბისისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში ტექ-კომუნის გაძლიერება და ამ მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.

ღონისძიებას ასევე მხარს უჭერენ Exactpro, Epam, Softfan, aPeople და UN Women Georgia.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023