ტექნოლოგიები
18/02/2023

"საშიშროებაა, რომ მილიარდობით ადამიანს დასაქმების საშუალება აღარ ჰქონდეს"

ტექნოლოგიური ინდუსტრიის სერიოზული რევოლუციაა მოსალოდნელი. ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“  გაეროს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის ცენტრის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბერიძემ განაცხადა.

„ChatGPT -ის აპლიკაცია ბაზარზე სულ 2 თვის გამოსულია და უკვე 100 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. პოტენციურად, წლის ბოლომდე ალბათ მილიარდზე მეტი მომხმარებელი ეყოლება. ხელოვნური ინტელექტის ასეთი ადაპტაცია ალბათ არასოდეს  არ გვქონია," - აცხადებს ირაკლი ბერიძე.

ბერიძე საუბრობს მოსალოდნელ რისკებზე, რომლის წინაშეც კაცობრიობა შეიძლება დადგეს. მისი მოსაზრებით, ნებისმიერი ტექნოლოგიის შემოსვლას  გარკვეული რისკი ახლავს თან, მითუმეტეს ასეთი მასშტაბური ტექნოლოგიის შემთხვევაში, რისკები დიდია. მაგალითისთვის,შესაძლებელია კრიმინალების მიერ ასეთი ტექნოლოგიების ადაპტაცია და გამოყენება. გარდა ამისა,  რისკები  დასაქმების კუთხითაც არსებობს.

„საშიშროება შეიძლება იყოს, რომ მილიარდობით ადამიანს დასაქმების საშუალება არ ჰქონდეს“- აღნიშნავს ბერიძე.

მისი ინფორმაციით,  ტექნოლოგიები ისე სწრაფად ვითარდება, რომ თუ არ მოხდა გლობალური რეგულაციების ან პროცესების ჩანაცვლება, შეიძლება  5-10 წელიწაში ისეთი შედეგი მოყვეს, რომელმაც  შექმნას სერიოზული საფრთხე, რომელიც როგორც გეოპოლიტიკურ ასევე უსაფრთხოების პრობლემასაც გამოიწვევს.

„ტექნოლოგიების შესწავლა სულ ადრეული ასაკიდან უნდა დავიწყოთ და შემდეგ უნდა არსებობდეს პროგრამები, რომლებიც წაახალისებენ ზრდასრულ ადამიანებს ახალი ტექნოლოგიების ადაპტაციის, მათი რისკების გააზრების და პრაქტიკული გამოცდილების დახმარების კუთხით. არის  ქვეყნები, სადაც სიცოცხლის ბოლომდე  ახალი ტექნოლოგიების შესწავლის პროგრამებს უფინანსებენ,“-ამბობს ბერიძე.

კითხვაზე, ChatGPT  არის რევოლუცია თუ აჟიოტაჟი, რომელიც გარკვეულ ეტაპზე ჩაცხრება ირაკლი ბერიძე პასუხობს, რომ ეს არის  რევოლუცია, რომელსაც ფეხი უნდა ავუწყოთ.

მისი თქმით, როგორც საზოგადოებაში, ასევე გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანიზაციებში მეტი ცოდნაა საჭირო. უნდა განხორციელდეს  მეტი ინვესტიცია, რათა ტექნოლოგიები გამოვიყენოთ პრობლემების გადასაჭრელად და  რისკების შესამცირებლად. 

ცნობისთვის, ChatGPT - ეს არის OpenAI-ის ახალი სისტემა, რომელსაც პროგრამირების ინდუსტრიაში რევოლუციის მოხდენის პოტენციალი აქვს. ის ღია კოდის ბუნებრივი ენის დამუშავების (NLP) მოდელია და მას რეალურ დროში ადამიანების მსგავსი პასუხების გენერირება შეუძლია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023