ტექნოლოგიები
22/04/2021

საქართველოში Fintech ფორუმი გაიმართა

საქართველოში Fintech ფორუმი გაიმართა

USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით, საქართველოში ფინტეკის ეკოსისტემის განვითარების მიზნით, ფინტეკ ფორუმს უმასპინძლა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პრეზენტაციები და დიალოგი პროგრამის მიგნებებსა და ეროვნული ბანკის გეგმებზე, ფინტეკის სექტორის განვითარების შესაძლებლობებსა და პოტენციური კოლაბორაციის პლატფორმების/მექანიზმების შეთავაზებებზე.

ფორუმის მიზანია, ქვეყანაში ფინტეკის შესაძლებლობების იდენტიფიცირება, იმისთვის რომ ფინტეკის აქტორებმა განავითარონ ნიშური მიმართულებები გლობალურ ეკოსისტემაში და ამავდროლურად მოხდეს ადგილობრივი ბაზრის ზრდის ხელშეწყობა.

ფორუმს ესწრებოდნენ კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები,საერთაშორისო და სამთავრობო ორგანიზაციები, ასევე საბანკო-საფინანსოსექტორი, ასოციაციები და ფინტეკის კომპანიები.

USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა თანამშრომლობს Fintech– ის კონსულტანტთან, ჩონჩოლ გუფთასთან და კემბრიჯის ბიზნესის სკოლის 5 MBA– ის გუნდის წევრებთან, რომლებმაც იმუშავეს საქართველოში ფინტეკის ინდუსტრიის ამჟამინდელი სტატუსის/მდგომარეობის შესაფასებლად და გასცეს რეკომენდაციები პროცესში ჩართული მხარეებისთვის შესაძლებლობების უფრო ეფექტურად გამოყენებისა და ათვისების მიმართულებით. აღნიშნული სამუშაოების შედეგად გამოვლინდა აშკარა გამოწვევები ფინტეკის ეკოსისტემის სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის არაინფორმირებულობისა და დიალოგის სიმცირის კუთხით. შესაბამისად, ფორუმის მიზანია ამ აქტორების გაერთიანება, კავშირების დამყარება და მათ შორის თანამშრომლობის წახალისება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ფინტეკის ლანდშაფტზე არსებული გამოწვევების სწრაფ გადაწყვეტას.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023