ტექნოლოგიები
21/08/2023

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბათუმში Startup Grind-ის მორიგი ღონისძიება გაიმართება

საქართველოს ბანკი, როგორც სტარტაპების ხელშემწყობი ბანკი, ამ მიმართულებით პროექტების განხორციელებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ბანკის მხარდაჭერით Startup Grind-ის მორიგი ღონისძიება 23 აგვისტოს, ბათუმში, Ripple.space - ში გაიმართება, სადაც  Data mind -ის თანადამფუძნებელი რატი კუნჭულია საკუთარი სტარტაპის განვითარების გზაზე ისაუბრებს.

ის ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას Data mind -ის  დაფუძნების ისტორიას მოუყვება, გაუზიარებს საკუთარ გამოცდილებას, თუ როგორ მოიზიდეს $1 მლნ-ზე მეტი ARR და ასევე, ისაუბრებს კომპანიის სამომავლო გეგმებზე. 

Datamind ქართული სტარტაპია, რომელიც რატი კუნჭულიამ და ვახო ბურჭულაძე-კალანდაძემ 2021 წელს დააფუძნეს. სტარტაპის მიზანია, ბანკებისთვის შექმნას ერთიანი მონაცემთა საცავი, რომელიც მათ კომპლექსური ანალიტიკის შესაძლებლობას მისცემს. ამის გარდა, Datamind მომხმარებლებს ისეთ ინსტრუმენტებს სთავაზობს როგორიცაა: რისკების მენეჯმენტი, მომგებიანობის ანალიზი, მარეგულირებელთან შესაბამისობის რეპორტინგი და საბონუსე სისტემის ავტომატიზაცია.

აღსანიშნავია, რომ Datamind 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის მეოთხე ნაკადის მონაწილეა.

ღონისძიება ინგლისურ ენაზე ჩატარდება. დასასწრებად კი ეწვიეთ ბმულს. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023