ტექნოლოგიები
07/04/2021

რა დაჯდება "ოუფენ ნეტის" საპილოტე პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება

„ოუფენ ნეტის“ პირველი საპილოტე პროექტის შეჯამების ღონისძიება აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში გაიმართება.

ღონისძიებისთვის სავარაუდოდ, 100 ათასი ლარის დახარჯვა იგეგმება. თანხა დაიხარჯება საორგანიზაციო საკითხების მოგვარებზე (სცენის მოწყობა, მონიტორებით, გახმოვანების სისტემებით უზრუნველყოფა და ა.შ) ასევე საინფორმაციო-საიმიჯო ვიდეო ან გრაფიკული ვიდეო რგოლის მომზადებაზე.

ამ ღონისძიების ჩატარებით მოხდება საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ოზურგეთის სამიზნე გეოგრაფიულ არეალში (საპილოტე რეგიონი) დასრულებული პროექტის საჯარო შეჯამება, საზოგადოების და სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ინფორმირება განხორციელებული პროექტის შესახებ, ასევე მოხდება ქვეყნის მასშტაბით პროგრამის განვითარების სამომავლო გეგმების გაცნობა.

შეგახსენებთ, რომ კომპანია "ოუფენ ნეტმა" ოზურგეთის გეოგრაფიული არეალის  ინტერნეტიზაცია 2020 წლის ზაფხულში დაიწყო. პროექტის ბიუჯეტი 10 მლნ-ია.

პროექტი ითვალისწინებს ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მოწყობას და კონკრეტული არეალის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალებით დაფარვას.

ახალი კაბელების  გაყვანით, ადგილობრივ  ოპერატორები შეეძლებენ საცალო ქსელის განვითარებას და ინტერნეტის აბონენტებამდე მიყვანა. მაგისტრალის სავარაუდო სიგრძე 145 კმ-ს შეადგენს, დასახლებული პუნქტების რაოდენობა - 49.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023