ტექნოლოგიები
31/01/2022

მაღალმთიან რეგიონებში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მშენებლობა 2025 წლამდე უნდა დასრულდეს

საქართველოში, მათ შორის მაღალმთიან დასახლებულ პუნქტებში, ოპტიკურ-ბოჭკოვანი სატელეკომუნიკაციო ქსელის მშენებლობა 2025 წლისთვის უნდა დასრულდეს. 

მიზნის მიღწევაში საქართველო 34-34 მლნ ევროს სესხს რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) და ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) გამოუყოფს.

როგორც ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს, პროექტის ფარგლებში გასულ წელს უკვე მომზადდა სრულყოფილი სატენდერო დოკუმენტაცია, მიმდინარე წელს გამოცხადდება ტენდერები და მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყება პროექტის განხორციელება, რომელიც 2025 წლამდე უნდა დასრულდეს 5000 კმ ოპტიკურ-ბოჭკოვანი სატელეკომუნიკაციო ქსელის მშენებლობა, რომელიც 100-მდე სოფელს მისცემს მაღალხარისხიანი ინტერნეტ სერვისების მიღების საშუალებას.

დეპუტატებმა განიხილეს ასევე სარატიფიკაციო დოკუმენტი, „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროექტი თანაბარი განვითარებისთვის)", რომელიც ითვალისწინებს აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ 101 მლნ. ევროს ფინანსური რესურსის გამოყოფას საქართველოს რეგიონებსა და თბილისში მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და მომსახურების გაუმჯობესების, ურბანული განახლების, საზოგადოებრივი და ტურისტული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.

გიორგი კაკაურიძემ დეპუტატებს სესხის პირობები და პროექტების შესრულების ვადები გააცნო.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე კენჭისყრით დაუჭირეს მხარი განხილული შეთანხმებების რატიფიცირების საკითხს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022