ტექნოლოგიები
22/09/2022

Lineate-მ სააგენტოსთან "აწარმოე საქართველოში" თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ ამერიკული IT კომპანია Lineate-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

Lineate პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიაა, რომლის ოფისები 4 ქვეყანაშია წარმოდგენილი, აქედან ერთ-ერთი საქართველოა. Lineate საქართველოს რეგიონული ოფისი 2022 წელს დაარსდა და ამ ეტაპზე 60-მდე ადამიანს ასაქმებს.

კომპანიის მიზანია შექმნას ტექ-ეკოსისტემა, გაზარდოს ადგილობრივი ტალანტი ქართულ უნივერსიტეტებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის საშუალებით და წვლილი შეიტანოს საქართველოს, როგორც რეგიონული ტექნოლოგიური ჰაბის ჩამოყალიბებაში.

საქართველოში კომპანიის საინვესტიციო საქმიანობისა და ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერად, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა; განხილულ იქნა საქართველოს ტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარების პერსპექტივები.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023