ტექნოლოგიები
14/06/2023

კომუნიკაციების დარგში მომხმარებელთა საჩივრები ძირითადად, მორიგების გზით წყდება

კომუნიკაციების დარგში მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის ოფისში მიმართვიანობა მკვეთრად გაზრდილია. გასულ წელს საზოგადოებრივ დამცველს 1227 საჩივრით მიმართეს, საიდანაც 87% დაკმაყოფილდა.

საჩივრების დიდი ნაწილი ინტერნეტ მომსახურების სფეროში არსებულ დარღვევებზე მოდის. ყველაზე მეტად მომხმარებელი ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის დაზიანებაზე და მომსახურების შეწყვეტის პირობებზე ჩიოდა. ამ საკითხზე საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში 375 საჩივარი შევიდა. 276 საჩივარი უხარისხო სატელეკომუნიკაციო მომსახურებას ეხებოდა, 188 - სატელეკომუნიკაციო მომსახურების პაკეტების ცვლილებას და ა.შ.

“კომპანიებს მიმართულებით ყველაზე მეტი განცხადება-საჩივარი შემოსულია „მაგთიკომის“, „სილქნეტის“, „სქაიტელის“, „ბილაინის“ მიმართ. ჩვენ ძირითადად ორიენტირებული ვართ რომ დავა მომხმარებელსა და კომპანიას შორის დავასრულოთ ჩვენთან დაწყებული წარმოების ფარგლებში, მედიაციის საშუალებით, მორიგების გზით. ჩვენთან შემოსული განცხადება-საჩივრების თითქმის 90% მორიგების საშუალბით არის დასრულებული“ - აცხადებს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი გვანცა ჩხეიძე.

რაც შეეხება გასულ წელს დაფიქსირებული საჩივრების შედეგებს, 1227 განაცხადიდან 1069 დაკმაყოფილდა, 102 ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო 56 შემთხვევაში დარღვევა არ დაფიქსირდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023