ტექნოლოგიები
13/12/2021

GITA-ს ჰაკათონის ღVINOთონის გამარჯვებული ცნობილია

გურჯაანის ტექნოპარკში ღVINOთონის გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა. მათი პროექტი ,,გამაგრილებელი დამრევი“ ქვევრში ღვინის დაყენების დროს დუღილის პროცესში დარევის ავტომატიზაციას გულისხმობს. გამარჯვებულ გუნდს 5000 ლარი გადაეცა საჩუქრად.

ინოვაციური პროექტი ღVINOთონი GITA-მ და გურჯაანის ტექნოპარკმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით განახორციელა. ღVINOთონის მიზანია, მეღვინეობის სექტორში პრობლემების/გამოწვევების შესახებ მოკვლევა და მისი გადაწყვეტის მიზნით ინოვაციური მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენება და კონკრეტული პროდუქტის შექმნა. ღონისძიება ასევე ხელს უწყობს, პროექტში მონაწილე კომპანიებისა და ორგანიზაციების დაკავშირებას ერთმანეთთან და მათ შორის საქმიანი ურთიერთობის სტიმულირებას.

ჰაკათონი ჩატარდა გურჯაანის ტექნოპარკში და მიმდინარეობისას მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უფასოდ ესარგებლათ ფაბლაბში წარმოდგენილი მაღალტექნოლოგიური დანადგარების სერვისებითა და საერთო სამუშაო სივრცით.

ღVINOთონის გამარჯვებული სპეციალურად პროექტისთვის მოწვეულმა კომისიამ გამოავლინა, რომელიც მეღვინეებით იყო დაკომპლექტებული: პაატა ჯოხაძე, ლადო უზუნაშვილი, ნინო კორკოტაშვილი, ივანე ნარეკლიშვილი და შატო მუხრანის ბრენდ ამბასადორი გიორგი ჩიკვაიძე.

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023