ტექნოლოგიები
22/04/2021

BTU და საქართველოს ეროვნული მუზეუმი Centrica-ს მასტრეკლასს უმასპინძლებენ

ფლორენციული უფიცის მუზეუმის გაციფრულების შემდეგ, წამყვანი იტალიური ტექბრენდი Centrica საქართველოში მასტერკლასს გამართავს. მასტერკლასი ხელოვნებისა და კულტურის სფეროში მოღვაწე პირებისთვის, 2021 წლის 18 მაისს გაიმართება.

 და ვინჩის, ჯოტოს, კარავაჯოს და სხვა მხატვრების მიერ შექნილი 1000-ზე მეტი უნიკალური ხელოვნების ნიმუშის ვირტუალურ გარემოში ინტეგრირება და ინოვაციური გამოცდილების შეთავაზება დამთვალიერებლისთვის, ის პროექტია, რომლითაც კომპანიამ სახელი გაითქვა. ინტერაქტიული სისტემების და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, ფართო ეკრანებზე შექმნილი პროექციები საგანმანათლებლო მიზნისთვის იქმნება და კულტურის მოწინავე ტექნოლოგიად მიიჩნევა.

Centrica-ს მასტერკლასი ,,A Digital Experience with Art&Culture’’ საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და საქართველოს ეროვნული მუზეუმის პარტნიორობის ფარგლებში განხორციელდება. მონაწილეთა შორის მოწვეული იქნებიან წარმომადგენლები საქართველოს ეროვნული მუზეუმის ქსელიდან, სხვადასხვა გალერეებიდან, კომპანიები ხელოვნების, კულტურის და ტექნოლოგიების სფეროდან.

 ღონისძიებაზე დასწრების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს მითითებულ ბმულზე

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023