ტექნოლოგიები
30/03/2023

ბიოინჟინრებმა 3D საბეჭდი რობოტი შექმნეს, რომელიც ადამიანის სხეულში ქსოვილებს დაბეჭდავს

ავსტრალიის ბიოსამედიცინო ინჟინრების ჯგუფმა რობოტი შექმნა, რომელიც ბიომასალების 3D ფორმატში დაბეჭდავს.

აღნიშნული ბიომასალები შესაძლებელია, მომავალში ადამიანის სხეულში გამოყენონ, რითაც, მოლოდინია, რომ სამედიცინო პროცედურები გამარტივდება.

3D ბიობეჭდვის პროცესი შემდეგია: ბუნებრივი ქსოვილის მსგავსი სტრუქტურები ბიო-მელნისა და ცოცხალი უჯრედების გამოყენებით იბეჭდება. საბოლოო მიზანია, ეს სტრუქტურები ისეთი შინაგანი დაზიანების აღსადგენად გამოიყენონ, როგორიცაა ორგანოს ან ქსოვილის დაზიანება, ან სისხლძარღვების რღვევა.

ბეჭდვის პროცესში ცოცხალი უჯრედების გამოყენება საშუალებას იძლევა ხელოვნურად შექმნილი მასალები ბუნებრივად შეერწყას ადამიანის სხეულს და განაგრძოს ზრდა.

ახალი მოწყობილობით, სახელად F3DB, შესაძლებელი იქნება ბიომასალების პირდაპირ ადამიანის სხეულში დაბეჭდვა.

„ამჟამად, ვერც ერთი კომერციულად ხელმისაწვდომი ტექნოლოგია პირდაპირ 3D ბეჭდვას ადამიანის სხეულში ვერ უზრუნველყოფს. შემოთავაზებულია სხვადასხვა ტექნოლოგია, როგორიცაა ხელით სამართი მოწყობილობა და სხვა, მაგრამ ისინი ხისტი მასალისგან მზადდება. შესაბამისად, არ აქვთ საკმარისი მოქნილობა ადამიანის სხეულში ჩასანერგად და 3D ბიოპრინტზე სამუშაოდ“ - აცხადებს Reuters-სთან ახალი სამხრეთ უელსის სამედიცინო რობოტიკის ლაბორატორიის უნივერსიტეტის დირექტორი, დოქტორი ტან ნჰო დო.

F3DB აღჭურვილია სამღერძიანი საბეჭდი თავით, რომელსაც შეუძლია მოხრა და მოძრაობა ჰიდრავლიკის გამოყენებით. ბეჭდვის ხელსაწყოთი შესაძლებელია წინასწარ დაპროგრამებული ფორმების დაბეჭდვა ან ხელით მუშაობა.

ჯგუფმა ასევე გამოიკვლია ცოცხალი ბიომასალის უჯრედების სიცოცხლისუნარიანობა F3DB-ით დაბეჭდვის შემდეგ. შედეგებმა აჩვენა, რომ უჯრედების უმეტესობა ცოცხალი იყო და განაგრძობდა ზრდას დაბეჭდვის შემდეგ კვირაში. დაბეჭდვიდან შვიდი დღის შემდეგ, უჯრედების რაოდენიბა ოთხჯერ გაიზარდა.

„რბილი რობოტები ძალიან კარგი შესაძლებლობაა ადამიანის სხეულთან სამუშაოდ. მათ მაღალი მოქნილობა და ადაპტირების უნარი აქვთ, რაც ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ მოერგონ ადამიანის სხეულის ნებისმიერ ზონას. ამასთან, შეუძლიათ უზრუნველყონ ცოცხალ სხეულთან უსაფრთხო ურთიერთქმედება"- აცხადებს დოქტორი ტან ნჰო დო.

მისივე განცხადებთ, მოწყობილობის კომერციალიზაცია მომდევნო 5-7 წელიწადში იქნება შესაძლებელი, მიმდინარე კლინიკური კვლევების დასრულების შემდეგ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023