ტექნოლოგიები
12/09/2023

Apple-მა iphone 15 წარადგინა - რა სიახლეები ელის მომხმარებელს

Apple-მა ახალი iphone 15 წარადგინა.

პრეზენტაციაზე უკვე გაჟღერდა რამდენიმე განახლება, რასაც მომხმარებელი უნდა ელოდოს.

ეკრანი ორჯერ უფრო კაშკაშა იქნება, ვიდრე წინა მოდელში.

iPhone 15 ხუთ პასტელურ ფერში იქნება, რითაც კომპანია გარემოსდაცვით მიზნებსა დარეციკლირებული მასალების გამოყენების პოპულარიზაციას უსვამს ხაზს. სმარტფონის შიდა ნაწილებიც გადამუშავებული მასალითაა დამზადებული.

iPhone 15-ს ექნება 48 მეგაპიქსელიანი ძირითადი (ფართოკუთხა) კამერა. ეს არის დიდი განახლება 12 მეგაპიქსელიანი სენსორისგან, რომელიც შარშან გამოიყენებოდა არაპრო iPhone-ებზე.

კამერის სისტემა იყენებს გამოთვლით ფოტოგრაფიას, აერთიანებს სურათებს უფრო მაღალი გარჩევადობის სურათების შესაქმნელად.

კომპანია აცხადებს, რომ iPhone 15 ახალ უკაბელო ფუნქციებს იღებს, ანუ ახლო მანძილზე კომუნიკაციის ტექნოლოგიას, Ultra Wideband.

პრეზენტაციაზე ნახსენები იყო ხმის იზოლაციის გაუმჯობესება ზარების გასასუფთავებლად, როდესაც ფონზე ბევრი ხმაურია.

Emergency SOS და FindMy სატელიტის საშუალებით უფრო მეტ, ფართო ლოკაციაზე გავრცელდება.

USB-C კაბელი ექნება ახალ სმარტფონს, ასევე AirPods Pro-სა და EarPods-ს.

15 და 15 პლუსის ფასი, როგორც მათი წინამორბედები, სავარაუდოდ $800 დოლარიდან დაიწყება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023