ტექნოლოგიები
31/10/2023

Apple-მა ახალი MacBook Pro და iMac კომპიუტერები წარადგინა

Apple-მა ახალი MacBook Pro, iMac კომპიუტერები და მათი გამაძლიერებელი სამი ახალი ჩიპი წარადგინა.

კომპანიამ განაცხადა, რომ განაახლა გრაფიკული დამუშავების ერთეულები და ჩიპების ძირითადი ნაწილი.

ახალი კომპიუტერები და M3, M3 Pro და M3 Max ჩიპები კომპანიამ ონლაინ ღონისძიებაზე წარადგინა. 14 დიუმიანი MacBook Pro ლეპტოპის ღირებულება 1599 დოლარიდან დაიწყება, ხოლო 16 დიუმიანი ვერსია - 2499 დოლარიდან. ახალი iMac დესკტოპის ფასი M3 ჩიპებით - 1299 დოლარიდან იწყება.

მონაცემთა საერთაშორისო კორპორაცია IDC-ის წინასწარი მონაცემებით, Apple-ი Mac-ის ბიზნესში გამოცოცხლებულია, 2020 წლიდან გაორმაგდა მისი ბაზრის წილი და თითქმის 11%-ს მიაღწია. ორგანიზაციის შეფასებით, Intel-ისგან გამოყოფის და საკუთარი ჩიპების გამოყენების შემდეგ, ეს მნიშვნელოვანი გამოცოცხლებაა.

ბოლო პერიოდში Apple-ის ჩიპები იყენებდა Arm Holdings-ის დიზაინის ტექნოლოგიას, რაც Mac-ების ელემენტების გამძლეობას და ზოგიერთი ამოცანის უკეთეს შესრულებას უზრუნველყოფდა, ვიდრე ეს Microsoft-ის Windows-ის ოპერაციული სისტემის მქონე კომპიუტერებს შეეძლოთ.

ახლა, Apple-მა განაცხადა, რომ M3 Max ჩიპი განკუთვნილია ხელოვნური ინტელექტის დეველოპერებისთვის, რომლებსაც ჩეთბოტებისა და სხვა მოდელების შესაქმნელად უზარმაზარი მეხსიერება სჭირდებათ.

კომპანიის განმარტებით, ახალი ჩიპებით, ლეპტოპებისა და დესკტოპებისთვის პირველად, შესაძლებელი იქნება 3 ნანომეტრიანი წარმოების ტექნოლოგის გამოყენება, რაც ჩიპებს საშუალებას მისცემს უკეთესი შესრულება უზრუნველყონ ელექტროენერგიის თითოეულ ვატზე.

Apple-მა არ დაასახელა ვინ აწარმოებს ახალ ჩიპებს, მაგრამ ანალიტიკოსები თვლიან, რომ ეს Taiwan Semiconductor Manufacturing-ია, რომელიც იმავე ტექნოლოგიას ჩიპებს iPhone 15-ის მოდელებისთვის ამზადებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022