სტარტაპი
15/12/2022

სტარტაპი Kangaru: თანამშრომლობის მიზნით მოლაპარაკებები 25 კომპანიასთან დავიწყეთ

რამდენიმე დღის წინ "ონორე ქორთიარდის" სივრცეში Kangaru-ს პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას  HORECA სექტორის წარმომადგენლები და სტარტაპის სხვა მხარდამჭერები ესწრებოდნენ. 

სტარტაპის დამფუძნებელი და CEO ლუკა ხუნდაძე "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, რომ პლატფორმის პრეზენტაციის გარდა, შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ის, რომ HoReCa სექტორისთვის აეხსნათ თუ რამდენად დალაგდება ქაოსი შესყიდვების ნაწილში მათი დახმარებით.

"ამ ეტაპზე არ არსებობს ეფექტური ინსტრუმენტი იმისთვის, რომ HoReCa სექტორის შემსყიდველმა თავისი საქმე გააკეთოს სწრაფად, ეფექტურად და ისე რომ სხვა ბიზნეს პროცესებს, რომელიც შესყიდვებთან არის მიბმული პრობლემა არ შეექმნას. ამასთან, ფასებიც იყოს ეფექტური და მისაღები. შესაბამისად, ამ პრობემების მოგვარებაზე იყო აქცენტი ღონიძიებაზე.

რაც შეეხება შედეგებს, გამოხმაურება და დაინტერესება საკმაოდ დიდია. თანამშრომლობის მიზნით მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს 25 კომპანიასთან და მათი სპეციფიკიდან გამომდინარე ჩვენი მიდგომაც ყველასთან ინდივიდუალურია. აქტიურად განვაგრძობთ გაფართოებას, რაც მომავალში ქვეყნების გარეთ გასვლასაც მოიაზრებს. ასევე, კვარტლური რეპორტები, შეხვედრები და ერთმანეთისთვის ცოდნის გაზიარება მუდმივ რეჯიმში გაგრძელდება"– ამბობს ლუკა ხუნდაძე.

ცნობისთვის, ღონისძიებას 60–ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა, აქედან 40 მდე ბიზნესის წარმოამდგენელი. გამომსვლეელბს შორის იყო საქათთველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე და სხვა პარტნიორები.

შეგახსენებთ, რომ Kangaru - B2B მარკეტფლეისია, რომელიც რესტორნებს, სასტუმროებსა და კაფეებს მათ მიმწოდებლებთან აკავშირებს, ასევე ამარტივებს პროდუქტის შეკვეთის პროცესს. პროექტის მიზანი მიწოდების ჯაჭვის გამარტივებაა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022