სტარტაპი
19/11/2020

სტარტაპი DUENDE ხელნაკეთი აქსესუარების ექსპორტზე გატანას გეგმავს

DUENDE ხელნაკეთი აქსესუარების ექსპორტზე გატანას გეგმავს, - სტარტაპი შორენა სიჭინავას და ქეთი ჯოლბორდს ეკუთვნის. კომპანია მომხმარებელს ხელნაკეთ ნივთებს და აქსესუარებს სთავაზობს, რომელიც გამორჩეულია იმით, რომ თითოეული ნივთი ექსკლუზიურია.

„პანდემიის მიუხედავად, მოლოდინი საკმაოდ პოზიტიურია. ჩვენი პროდუქციის ექსპორტზე გატანას ვგეგმავთ, მიზანი ისაა, რომ კიდევ უფრო მეტი მომხმარებელი შევიძინოთ და კიდევ უფრო შევუწყოთ ხელი ქართული ხელნაკეთი ნივთების პოპულარიზაციას ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

სახელოსნო ჯერჯერობით არ გვაქვს. პროდუქციას ვამზადებთ სახლში, თუმცა ვიმედოვნებთ, გვექნება სივრცე, სადაც უფრო კორპორატიულად ვიმუშავებთ ერთობლივი ძალისხმევით. ბუნებრივია, ჩვენი დიდი სურვილია მაღაზიის გახსნა, სადაც განვათავსებთ ყველა ჩვენს პროდუქციას, რათა მომხმარებელს ქონდეს კიდევ უფრო ფართო არჩევანი. ვაპირებთ სხვადასხვა მიმართულების დამატებას, რასაც ჯერჯერობით საიდუმლოდ დავიტოვებთ,“ – აღნიშნავს შორენა სიჭინავა.

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, პანდემიის გამო გარკვეული პროდუქციის შემოტანა ქართულ ბაზარზე ვერ ხერხდება, შესაბამისად, მათთვის საჭირო პროდუქციის დეფიციტი აღინიშნება.

„ზარალი არ გვქონია, რადგან ბიზნესი საკუთარი კაპიტალით დავიწყეთ და არ გვაქვს ვალდებულებები საფინანსო ორგანიზაციებთან. ვგეგმავდით კონკრეტულ კომპანიებთან თანამშრომლობას ბიზნესის სტიმულირების მიზნით, თუმცა არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ მოხერხდა ჩვენი გეგმების რეალიზება. ამ ეტაპზე ჩვენი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების ყველაზე ეფექტური წყარო სოციალური ქსელებია, ძირითადად Facebook და Instagram გვერდები,“– ამბობს ქეთი ჯოლბორდი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023