სტარტაპი
01/06/2022

სოციალური საწარმო 7R - მულტიფუნქციური სივრცე გარემოს დაცვისთვის

მულტიფუნქციური სივრცე გარემოს დაცვისთვის - სოციალური საწარმო 7R ზუგდიდში ცირკულარული ეკონომიკის პოპულარიზაციას ცდილობს.

როგორც საწარმოს დამფუძნებელი "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, 7R–ის დაფუძნების მთავარი მიზანი საქართველოში ისეთი სივრცის შექმნა იყო, რომელიც გარემოზე, ნარჩენების შემცირებაზე, მწვანე/ცირკულარული ეკონომიკის პოპულარიზაციაზე და რეგიონში სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობაზე იზრუნებდა.

"ჭარბი მოხმარების ეპოქაში ვცხოვრობთ, შესაბამისად საქართველოში მსგავსი სივრცეების შექმნა მნიშვნელოვანია. ჩვენი სტრატეგიული გეგმის მიხედვით სოციალური საწარმო 7R იქნება მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც გარემოს დაცვის მიზნით, ირგვლივ გააერთიანებს რამდენიმე სახელოსნოს, ნულოვანი ნარჩენის მაღაზია, საერთო სამუშაო სივრცეს, ნარჩენების დახარისხების კუთხეს და სხვა.

ამ ეტაპზე, ჩვენი საწარმოს პირველი სახელოსნო - ნულოვანი ნარჩენის მოდის სახელოსნო "გუგუნებს", სადაც ქსოვილის ნარჩენებისაგან ვამზადებთ სხვადასხვა აქსესუარებს, დეკორატიულ ნივთებს. სახელოსნოში დამზადებული თითოეული ჩანთა თუ დეკორატიული დროშა, თითქმის უნიკალურია, რადგან მზადდება ქსოვილის ნარჩენებისაგან. ამასთან, ის ეკოფილოსოფიის მატარებელია, მისი შეძენით თქვენ ამცირებთ იმ ქსოვილის ნარჩენების რაოდენობას, რომელიც ნაგავსაყრელზე ხვდება, რადგან გადაგდებულ ქსოვილსაც თითქმის ისეთივე ნეგატიური გავლენა აქვს გარემოზე, როგორც პლასტმასას ნარჩენებს," – აღნიშნავს მარი ბენდელიანი.

საწარმოს შეკვეთები ძირითადად კორპორატიულია, მაგალითად კონფერენციისთვის ჩანთები, დეკორატიული დროშები ღონისძიებებისთვის. 7R–ის მიერ შექმნილი აქსესუარების შეძენა შესაძლებელია ონლაინ, FB გვერდის საშუალებით და სხვადასხვა გამოფენებზე, როგორც ზუგდიდში ისე თბილისა და ბათუმშიც.

"სამომავლოდ ვგეგმავთ პროდუქტის გამრავალფეროვნებას. მაგალითად, ძველი ბანერებისაგან სხვადასხვა ზომისა და ფორმის ჩანთების შექმნას, საზაფხულო ტანსაცმლის შეთავაზებას. ასევე ჩვენი თემატური ვორქშოპების შეთავაზებას როგორც ადგილობრივი ისე უცხოელი ტურისტებისათვის, თუ როგორ შეიძლება მივცეთ ძველ ქსოვილებს ახალი სიცოცხლე მარტივად.

დაფინანსების მიზნით, ზუგდიდის ადგილობრივი ლაგის მიმდინარე კონკურსში ვიღებთ მონაწილეობას, უკვე მეორე ეტაპზე ვართ. ასევე გვსურს სხვა კონკურსებშიც მონაწილეობის მიღება. მჯერა, ახლო მომავალში საწარმო მოიპოვებს მდგრადობას და გახდება სხვა საინტერესო და საჭირო იდეების მხარდამჭერი რეგიონის მასშტაბით," – აღნიშნავს მარი ბენდელიანი.

ცნობისთვის, სოციალური საწარმო 7R ზუგდიდში, 2020 წლის აგვისტოში დაფუძნდა და წარმოება 2021 წლის მარტში დაიწყო. პროექტი კერძო ინვესტიციით განხორციელდა, თუმცა დანადგარებისა და ავეჯის დიდი ნაწილი საწარმოს DRC-ის პროექტის ფარგლებში გადაეცა,

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023