სტარტაპი
10/03/2022

Scroll: უკრაინის მოვლენებმა რეგიონის სხვა ბაზრების ათვისებისკენ გვიბიძგა

უკრაინა-რუსეთის ომი Scroll-ს ახალი ბაზრების ათვისებისკენ უბიძგებს. 

"უკრაინა-რუსეთის ომმა რეგიონში სხვა ქვეყნების მოძებნაზე დაგვაფიქრა, შესაბამისად აქტიურად ვიკვლევთ სხვადასხვა ქალაქებს" - განაცხადა Scroll-ის ბიზნეს განვითარების დირექტორმა "ბიზნესპარტნიორთან". 

დანიელ დოინიცინის თქმით, კომპანია aქტიურად ეძებს სხვადასხვა ქალაქებს, სადაც წელს შევა და ოპერირებას დაიწყებს. 

"იქედან გამომდინარე, რომ "სქროლი" და "ქარი" ერთმანეთშია ინტეგრირებული, როგორც წესი ახალ ქალაქებში ორივე პროდუქტით წარვსდგებით," – ამობს სტარტაპის ბიზნეს განვითარების დირექტორი.

მისივე თქმით, არსებული მდგომარეობის მიუხედავად, კომპანია უკრაინის ბაზრიდან წამოსვლას არ აპირებს და პირველივე შესაძლებლობისას, უფრო დიდი შემართებით გააგრძელებს მუშაობას და თავისი გეგმების განხორციელებას. 

აღსანიშნავია, რომ Scroll–მა 2021 წელს აზერბაიჯანსა და კვიპროსში შესვლაც დააანონსა. 

"კვიპროსთან მიმართებაში, ოპერაციების დასრულების შემდეგ უნდა დარეგულირებულიყო კანონმდებლობა, თუმცა ეს ამ დრომდე ვერ მოხერხდა და პროცესები დიდხანს გაგრძელდა,"– განაცხადა დანიელ დოინიცინმა. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023