სტარტაპი
24/10/2022

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სტარტაპ გრაინდის ღონისძიებაზე 3 წარმატებული ქართული სტარტაპი წარსდგება

საქართველოს ბანკი, როგორც სტარტაპერების ხელშემწყობი ბანკი, ამ მიმართულებით პროექტების განხორციელებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, 26 ოქტომბერს,  TERMINAL-ში  სტარტაპ გრაინდის მომდევნო პანელურ დისკუსიაზე სამი წარმატებული ქართული სტარტაპი წარსდგება. ესენია: Payze, რომელიც ქართულ და უზბეკურ ბაზრებს ონლაინ გადახდების მისაღებად ულიმიტო საშუალებებს სთავაზობს; Kernel, რომელიც მეეწარმეების ცხოვრებას მოქნილი ფინანსური ხელსაწყოების დახმარებით ამარტივებს, როგორც საქართველოში, ასევე,  ინდოეთსა და ფილიპინებში; Pulsar AI, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით კვლევასა და ტექნოლოგიების განვითარებაზე ამერიკაში მუშაობს.

Payze, Kernel და Pulsar AI-ის თანადამფუძნებლები შეხვედრაზე ისაუბრებენ სტარტაპის საერთაშორისო ბაზარზე გასვლის პროცესზე, მასთან დაკავშირებულ სირთულეებზე, მოულოდნელობებსა და სწორ დროს, სწორ ადგილას აღმოჩენის გზებზე. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, პირადად გაესაუბრონ იმ კომპანიის დამფუძნებლებს, რომლებიც მასშტაბირების შუაგულში არიან.

„საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემამ განვითარების პირველი ეტაპი გადალახა და ახლა უკვე ბევრი სტარტაპი გვყავს, რომელიც ცდილობს საერთაშორისო ბაზარზე გაფართოებას. დღესდღეისობით ეს ერთერთი ყველაზე აქტუალური თემაა ადგილობრივ სტარტაპ ეკოსისტემაში, რადგან საქართველო ძალიან მცირე ბაზარია გლობალური წარმატების მისაღწევად. ჩვენი შეხვედრის მიზანიც სწორეს ის არის, რომ ამ მიმართულებით უკვე კარგად გამოცდილმა სტარტაპერებმა დამსწრე საზოგადოებას საკუთარი დაბრკოლებისა და შესაძლებლობის შესახებ მოუყვნენ“, - განაცხადა სტარტაპ გრაინდ თბილისის თანა-დირექტორმა, გიორგი ტუხაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ქართულმა სტარტაპებმა - Payze-მ და Kernel-მა 500Georgia პროგრამის ფარგლებში გაიარა აქსელერაცია. 500Georgia არის 500 Global-ის სააქსელერაციო პროგრამა, რომელიც რეგიონში 500Georgia-ს სახელით ხორციელდება. მისი მთავარი მიზანი საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება და სტარტაპ კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირებაა. სწორედ ამ პროგრამის გავლის შემდეგ Payze-მ და Kernel-მა  საერთაშორისო ბაზარზე გასვლა შეძლეს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022