ფოტო: საქართველოს ბანკი
სტარტაპი
19/08/2021
ავტორი: Business Partner

Phubber-ი უკრაინის ბაზარზე შევიდა

ციფრული პლატფორმა Phubber-ი უკრაინის ბაზარზე ოპერირების იწყებს. ბრენდმა კომპანია უკრაინაში უკვე დაარეგისტრირა.

"დღეს, 2021 წლის 19 აგვისტოს, დაიბადა უკრაინული შპს ფაბერი!!! მალე მზად ვიქნებით მოვემსახუროთ პირველ უკრანელ მომხმარებელს", - წერს სოციალურ ქსელში Phubber-ის დამფუძნებელი გიორგი ჩუგოშვილი.

Phubber-ი მობილური აპლიკაციაა, სოციალური მედიისა და შოპინგ პლატფორმის მიქსი, სადაც მომხმარებელს შეუძლია გაყიდოს და იყიდოს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები.

კომპანია ბაზარზე 2019 წელს გამოჩნდა და დღეს, საქართველოში, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ყველაზე დიდი ონლაინ მაღაზიაა.

სტარტაპს მოპოვებული აქვს არაერთი გრანტი. კომპანიამ ცოტა ხნის წინ აპლიკციაც განაახლა. უფრო სწრაფი, უფრო მარტივი, რედიზაინითა და ახალი ფუნქციონალებით.

ნებისმიერი შესყიდვის შემდეგ მყიდველს შესაძლებლობა აქვს შეაფასოს როგორც ნივთი, ისე ფაბერის სერვისი.

აპლიკაციას დაემატა გაზიარების ღილაკი და #ჰეშთეგები, ამ უკანასკნელით გამყიდველები საკუთარ ნივთებს მეტ მომხმარებელს მიაწვდიან და ამავდროულად მყიდველებისთვისაც ძებნის პროცესი ბევრად საინტერესო და მარტივი გახდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022