სტარტაპი
10/11/2020

კომპანია Stack-მა GITA-სთან საგრანტო ხელშეკრულება გააფორმა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000 ლარიანი საგრანტო პროგრამის მე-2 რაუნდში გამარჯვებულმა კომპანია Stack-მა ინოვაციების სააგენტოსთან საგრანტო ხელშეკრულება გააფორმა.

Stack ქართული წარმოშობის საერთაშორისო სტარტაპია, რომელიც ინტერნეტ ბრაუზერის ქართულ ალტერნატივას ქმნის. მისი საშუალებით, Facebook, Twitter, Instagram, Linkedin-ითა და სხვა სოციალური პლატფორმებით სარგებლობა ერთდროულად არის შესაძლებელი. კომპანიამ 2018 წლის ნოემბერში დაიწყო ოპერირება და ამ დროისთვის, აქტიური მომხმარებლები ჰყავს ამერიკიდან, იაპონიიდან და ევროპიდან.

Stack პირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც 500 Startups-ის აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში 850 000 დოლარის ინვესტიცია მოიზიდა და გახდა პირველი ქართული სტარტაპი, რომელშიც სილიკონის ველის 500 Startups-მა, ჰოლანდიურმა უმსხვილესმა საინვესტიციო ფონდმა Peak Capital-მა და "ენჯელ ინვესტორებმა" განახორციელეს ინვესტიცია.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 650 000 - ლარიანი საგრანტო პროგრამა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2019 წლის 22 მაისს დაიწყო. პროგრამის მიზანია, მოახდინოს ინოვაციების, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში. პროგრამის მეშვეობით ქართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი საკუთარი ინოვაცია განავითარონ და წარადგინონ მსოფლიოს დონეზე, მოახდენენ ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება გლობალური პოტენციალის მქონე პროდუქტი - ტექნოლოგიური ან ბიზნეს-პროცესული ინოვაცია, რომელიც ნათლად ასოცირებული იქნება საქართველოსთან. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023