სტარტაპი
08/09/2023

KIU-ში ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლის გამარჯვებული გუნდები გამოვლინდნენ

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში KIU-სა და GITA-ს ინოვაციების საზაფხულო სკოლის დახურვისა და გამარჯვებული პროექტების/გუნდების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, ყოველწლიურად ხორციელდება. წელს ინოვაციების საზაფხულო სკოლაში 60 წარმატებული სტუდენტი ჩაერთო. ფინალურ ეტაპზე 10-მდე პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. სკოლის ფარგლებში KIU-ს სტუდენტებმა გაიარეს სტარტაპის შენების კურსი, ანტრეპრენერ ნიკოლოზ გოგოჭურის ავტორობით. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაეუმჯობესებინათ ინოვაციური აზროვნების, „იდეაციისა“ და სტარტაპის შენების ძირითადი უნარები და მიეღოთ სტარტაპის საწყისი ეტაპის წარმართვის საჭირო პრაქტიკული გამოცდილება. სტუდენტებმა რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავეს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მიმართულებით, დაამუშავეს საკუთარი იდეები, მოახდინეს გუნდების ფორმირება კონკრეტული სტარტაპების გარშემო, შეიმუშავეს ინოვაციური პროექტების მოდელი.

გამარჯვებული გუნდი KIU-სა და GITA-სგან სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა და ინოვაციების სასწავლო სამიტზე გაემგზავრება.

ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლა 2021 წლიდან იმართება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ორი წლის განმავლობაში KIU-ს 150-მდე სტუდენტმა მიიღო მასში მონაწილეობა. პროექტის ფარგლებში სტუდენტების მიერ ინიცირებული ათობით სტარტაპ იდეა განხორციელდა. მონაწილეთა უმრავლესობამ კი პრაქტიკაში დანერგა მიღებული ცოდნა და გამოცდილება. ბევრმა მათგანმა საკუთარ სტარტაპ ბიზნესს ჩაუყარა საფუძველი და სხვადასხვა ტიპის დაფინანსებაც მიიღო.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების (GITA) შორის 2021 წელს გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში GITA თანამშრომლობს უნივერსიტეტთან ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების მიზნით და მასთან ერთად სხვადასხვა ინოვაციურ პროექტზე მუშაობს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022