სტარტაპი
04/05/2022

ირაკლი ნადარეიშვილი: ქართული სტარტაპ-ეკოსისტემა რეგიონულ ჰაბად ყალიბდება

ქართული სტარტაპ-ეკოსისტემა რეგიონულ ჰაბად ყალიბდება, - ასე აფასებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ინოვაციური ქართული სტარტაპ-ეკოსისტემის შესაძლებლობებს.

ირაკლი ნადარეიშვილმა სტარტაპ ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით გამართულ კონფერენციაზე Meet THE Change, რომელიც THE Crossroads სტარტაპ-პლატფორმის ფარგლებში ტარდება, განაცხადა, რომ ინოვაციური ქართული სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარ პრიორიტეტია.

"არის მთელი რიგი პროგრამები, მათ შორის აქსელერაციის პროგრამა, რომელიც გასულ წელს განხორციელდა სილიკონ ველის ერთ-ერთ წამყვან აქსელერატორ კომპანიასთან ერთად, წარმოადგენდა რეგიონულ პროექტს, სადაც დაახლოებით 30 პროცენტამდე მონაწილეობდნენ სტარტაპები რეგიონებიდან, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართული სტარტაპ-ეკოსისტემის მნიშვნელობას და როლს ჩვენს რეგიონში“ - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

კონფერენციაზე, რომელშიც ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები - მარიამ ქვრივიშვილი და ირაკლი ნადარეიშვილი, THE Crossroads-ის დამფუძნებელი ნიკოლოზ კობახიძე, საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი ლინდა პერეირა, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე და THE Crossroads პლატფორმის მხარდამჭერი საერთაშორისო ექსპერტები მონაწილეობდნენ, ინდუსტრიისთვის აქტუალურ თემებზე, სტარტაპ-ინდუსტრიის განვითარებაში სახელმწიფოს როლზე, კერძო სექტორის ჩართულობის აუცილებლობასა და ბიზნესტურიზმის, როგორც სტრატეგიული ეკონომიკური აქსელერატორის განვითარების საჭიროებაზე ისაუბრეს.

ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ბაზაზე ფუნქციონირებს მთელი რიგი პროგრამები, რომლებიც ხელს უწყობს აქტიურად ქართული სტარტპატ-ეკოსისტემის ჩამოყალიბებას. მისივე თქმით, მხოლოდ საგრანტო პროგრამის პორტფელში ორასამდე სტარტაპის პროექტია დაფინანსებული, რომელთა მიერ ჯამურად მოზიდული უცხოური ინვესტიციები, დღეისთვის 300 მილიონ ლარს აჭარბებს.

პროექტი THE Crossroads საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის ხელშესაწყობად დაიწყო და მისი მიზანი როგორც სტარტაპებისთვის, ასევე ინვესტორებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნაა. გლობალური პლატფორმა მსოფლიოში წარმატებულ სტარტაპებს, სპიკერებს, ინვესტორებს, ტექნოლოგიების სფეროში მოქმედ კომპანიებს და ექსპერტებს აერთიანებს, რათა ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებას და ინვესტიციების მოზიდვას შეუწყოს ხელი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023