სტარტაპი
17/05/2022

GITA-ს მხარდაჭერით, საქართველოში ქოუჩინგის საერთაშორისო კვირეული მიმდინარეობს

GITA-ს მხარდაჭერით, საქართველოში ქოუჩინგის საერთაშორისო კვირეული მიმდინარეობს, რომელიც 22 მაისამდე გაგრძელდება. კვირეული სხვადასხვა ღონისძიებას აერთიანებს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. შეხვედრები ჩატარდება პირისპირ და ონლაინ ფორმატშიც.

"გადაიაზრე მომავალის" თემის ფარგლებში ICF საქართველო ჩაატარებს სესიებსა და ლექციებს სტარტაპებისთვის, ონლაინ მასტერკლასებსა და ვებინარებს. ასევე, მიაწვდის ინფორმაციას ქოუჩინგის პროფესიით დაინტერესებულ პირებს  კარიერული განვითარებისა და პერსპექტივების შესახებ. კვირეულის ფარგლებში, ტექნოპარკში, სტარტაპებისთვის ბიზნესქოუჩინგის დღე გაიმართა, სადაც განიხილეს ემოციური ინტელექტის, კრეატიული აზროვნების, ლიდერობის, ცვლილებების მართვის, მოლაპარაკებების ხელოვნებისა და სხვა დაკავშირებული თემები.

ქოუჩინგის საერთაშორისო  ფედერაცია (ICF) არის  პროფესიონალი ქოუჩების უდიდესი ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს 140 ქვეყანასა და 35 000 მეტ პრაქტიკოს ქოუჩს. ყოველწლიურად მაისში, ICF მართავს საერთაშორისო კვირეულებს, სადაც ქოუჩები მთელი მსოფლიოდან ატარებენ ღია ლექციებს, შეხვედრებსა და სესიებს ქოუჩინგის შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და ინფორმაციის გავრცელების მიზნით. ბოლო წლის განმავლობაში მსოფლიოში შექმნილი ვითარების, პანდემიისა და ომის გათვალისწინებით კვირეულის მთავარი თემაა „გადაიაზრე მომავალი“. საქართველო, როგორც ICF წევრი ქვეყანა, უერთდება კვირეულს.

ქოუჩინგის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, 21 მაისს ტრენერთა ასოციაციასთან პარტნიორობით ჩატარდება ღონისძიება „მომავლის უნარები“. შეხვედრაზე ICF საქართველოს წევრი ქოუჩები და ტრენერთა ასოციაციის ტრენერები, მონაწილეებთან ერთად ისაუბრებენ მომავლის უნარებზე, რომლებიც 21-ე საუკუნეში წარმატების საწინდარია. ასევე განხილული იქნება, როგორ შეიძლება ამ უნარებზე მუშაობა ქოუჩინგისა და ტრენინგის საშუალებით.

24 მაისს HRPA-სთან პარტნიორობით ჩატარდება ჯგუფური ქოუჩინგის სესიები HR პროფესიონალებისთვის თემით: „ქოუჩინგი ორგანიზაციული განვითარებისთვის“. შეხვედრაზე მონაწილეები მიიღებენ ცოდნას პერსონალური და ორგანიზაციული განვითარების ინსტრუმენტების შესახებ.

26 მაისს ჩატარდება ღონისძიება „ქოუჩინგის ელჩი“. შეხვედრაზე მონაწილეები მიიღებენ ჯგუფური ქოუჩინგის გამოცდილებას, ინფორმაციას სფეროსა და ქოუჩის პროფესიაში განვითარების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად ქოუჩინგის კვირეული ასევე ჩატარდება ქუთაისსა და ბათუმში (28-29 მაისი). მონაწილეებს საშუალება ექნებათ საკუთარ თავზე გამოსცადონ ქოუჩინგის ინსტრუმენტები და მეთოდები.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023