სტარტაპი
05/04/2022

"ჩურჩხელა ბოქსი" – საჭირო ინგრედიენტები ჩურჩხელის ამოსავლებად

"ჩურჩხელა ბოქსი" ტრადიციული ქართული ტკბილეულის პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა, რომელიც მომხმარებლებს ჩურჩხელის ამოსავლებად გამზადებულ ყველა საჭირო ინგრედიენტს ერთ ყუთში სთავაზობს.

როგორც სტარტაპის დამფუძნებელი ია იმერლიშვილი ამბობს, ქართული ტრადიციული ტკბილელობიდან ჩურჩხელა გამორჩეული, გემრიელი და სასარგებლო ნუგბარია. მისი გაკეთება ერთგვარი დღესასწაულია და საკუთარი ხელით ამოვლებული ჩურჩხელა ყველაზე გემრიელია. სტარტაპის შექმნის იდეაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

"ჩურჩხელა ბოქსში" – diy Do it yourself მოთავსებულია ინგრედიენტები, რომლებიც ზუსტად არის გათვლილი საჭირო ოდენობის ჩურჩხელის ამოსავლებად. ბადაგი, ნიგოზი, თხილი, ნუში, ჩირი, იმის მიხედვით თუ რა სურს მომხმარებელს. ასევე იქნება კახური, იმერული, რაჭული ბოქსები. მაქვს მცირე საოჯახო მეურნეობა "იას მეღვინეობა", საკუთარი ვენახები წინანდლის მიკრო ზონაში, რაც მაღალი ხარისხის ნედლეულისთვის საუკეთესო პირობას იძლევა. ვაწარმოებ ღვინოს და ამავდროულად ბადაგს. შესაბამისად, ბოქსში მხოლოდ ჩემი წარმოებული ბადაგი იქნება.

სააღდგომოდ პროდუქტი ხელმისაწვდომი იქნება ონლაინ პლატფორმა soplidan.ge-ზე და მაღაზიაში. მისი შეკვეთა ასევე შესაძლებელი იქნება ჩემი მცირე მეურნეობის FB გვერდზე და ადგილზე კახეთში, სადაც სტუმრებს ღვინის დეგუსტაციასთან ერთად რთველის ლხინს და სხვა ტურისტულ სერვისებს ვთავაზობთ."–აღნიშნავს ია იმერლიშვილი.

ახლახანს პროექტი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 30 000 ლარიანი საგრანტო კონკურსის გამარჯვებული გახდა.

"მიღებული გრანტი საშუალებას მომცემს გავზარდო წარმოების მოცულობა და შესაბამისად რეალიზაცია. ჭურჭელი, ჩამოსასხმელი ხაზი, ნედლეული, შესაფუთი მასალები და მარკეტინგი, ეს არის ბიზნეს გეგმით გაწერილი ხარჯები.

1 წელია "ჩურჩხელა ბოქსის" იდეა გამიჩნდა. გასულ წელს გადავწყვიტე შემექმნა პროტოტიპი, საკუთარი სახსრებით შევიძინე ნედლეული, შევფუთე და დავაკომპლექტე. რაც შეეხება GITA–ს კონკურსს, ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე და უკეთესად დავინახე პროექტის შესაძლებლობები, ვიცი რას და როგორ გავაკეთებ უახლოესი 3 წლის განმავლობაში," - ამბობს, სტარტაპის დამფუძნებელი.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023