სტარტაპი
04/04/2022

autoElement-ის აპლიკაციას ავტოსერვისის მომსახურება ემატება

autoElement–ის აპლიკაციას ახალი ფუნქცია, ავტოსერვისის მომსახურება ემატება.

autoElement–ის ოპერაციული დირექტორი ბიქტორი სალდაძე "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, რომ აპლიკაციის ახალი მიმართულება სულ მალე იქნება ხელმისაწვდომი.

"აქტიურად ვმუშაობთ და მოლაპარაკებები გვაქვს სხვადასხვა ავტოსერვისის კომპანიებთან, შეთანხმებასაც მივაღწიეთ და ახლა მუშავდება ტექნიკური ნაწილი. როგორც კი ეს პროცესი დასრულდება, დაახლოებით 1 თვეში, მომხმარებელს უკვე საშუალება ექნება ავტოსერვისის მოთხოვნა განახორციელოს და მიიღოს საუკეთესო შეთავაზებები. პრინციპი იგივე იქნება, რაც ავტონაწილების შემთხვევაში," – აცხადებს სალდაძე.

შეგახსენებთ, რომ autoElement–ის მობილური აპლიკაცია ავტომფლობელებსა და მაღაზიებს ერთმანეთთან აკავშირებს. შედეგად, ავტომფლობელი ზოგავს ავტონაწილების ძიების დროს, 7–8 საათიდან 5 წუთამდე. აპლიკაციაში მოთხოვნის გაგზავნით, რამდენიმე წუთში მაღაზიები კონკრეტული პროდუქტის შესახებ შეთავაზებებს უგზავნიან მომხმარებელს, ხოლო ის ირჩევს საუკეთესო ვარიანტს.

საქართველოში აპლიკაციას მომხმარებელთა რაოდენობა გაიზარდა და თითქმის 150 ათასი ავტომფლობელი და 2000-ზე მეტი მაღაზია იყენებს.

autoElement ამჟამად 5 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი, საქართველო, ყაზახეთი, უზბეკეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი. თუმცა, კომპანიას კიევში, სადაც 100–მდე იურიდიული პარტნიორი ყავდა, ოპერირების დროებით შეჩერება მოუწია.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023