სტარტაპი
29/03/2022

Angel ინვესტორთა ქსელი "აქსელი" მორიგ საინვესტიციო შეხვედრას უმასპინძლებს

საუკეთესო შესაძლებლობა იმისთვის, რომ Angel ინვესტორებმა და ტექნოლოგიურმა სტარტაპებმა ერთმანეთი იპოვონ – აქსელი მორიგ საინვესტიციო შეხვედრას გამართავს.

აქსელის, საქართველოს Angel ინვესტორთა ქსელის, მორიგი საინვესტიციო შეხვედრა ოთხშაბათს, 30 მარტს, საღამოს 7 საათზე ჩატარდება და მას შერჩეული სტარტაპები და ინვესტორები დაესწრებიან.

ღონისძიების გენერალური პარტნიორები საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA), თეგეტა ჰოლდინგი, Grant Thornton და ლიბერთი ბანკი არიან.

აქსელის მიზანი ქართული ტექნოლოგიური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობაა "ჭკვიანი ფულის" ინვესტიციების ფასილიტაციით.

"ჩვენ ყველაფერს გავეკეთებთ აქსელის სწრაფი ზრდისა და განვითარებისთვის, რაც თავისთავად პირდაპირ "ჭკვიანი ფულის" ინვესტირებას გულისხმობს საქართველოს ტექნოლოგიურ სტარტაპებში. დიდი მადლობა ყველა პარტნიორს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ანგელოზი ინვესტორობის კულტურის განვითარებაში საქართველოში." - ამბობს, გური ქოიავა, აქსელის თანა-დამფუძნებელი

აქსელი ამ ეტაპზე 50-ზე მეტ ქართველ და უცხოელ Angel ინვესტორს აერთიანებს. 

წევრი ინვესტორებისთვის საინვესტიციო პროექტების გასაცნობად, ქსელი ყოველთვიურად მართავს შეხვედრებს, სადაც 2-3 წინასწარ შერჩეულ ტექნოლოგიურ სტარტაპს იწვევს პრეზენტაციის გასაკეთებლად.

აქსელი 2021 წლის ივნისში დაარსდა და უკვე უმასპინძლა ორ საერთაშორისო სამიტს. ღონისძიებების ფარგლებში, თბილისს 40-მდე საერთაშორისო ინვესტორი ეწვია ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ნორვეგიის, დანიისა და ფინეთის ანგელოზ ინვესტორების ქსელებიდან. 2021 წლის დეკემბრიდან კი აქსელი ევროპის ბიზნეს ანგელოზების ქსელისა (EBAN) და EBAN-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის (EBAN CEE) ქსელის წევრია.

აქსელს სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს Grant Thornton Georgia-სთან, რომლის ფარგლებშიც აქსელის პორტფელში შემავალ სტარტაპებსა და ინვესტორებს უფასო საკონსულტაციო და იურიდიულ სერვისებზე მიუწვდებათ ხელი.

ქსელის მეშვეობით ინდივიდუალური და სინდიკატირებული ინვესტიციები უკვე განხორციელდა რამდენიმე წარმატებულ ქართულ ტექნოლოგიურ სტარტაპში, რომელთა შორისაცაა Theneo (YC W22). ამ ეტაპზე კი მუშაობა მიმდინარეობს კიდევ ორ სინდიკატირებულ ინვესტიციაზე.

თუ ხართ დაინტერესებული, აქსელს შეუერთდეთ როგორც ანგელოზი ინვესტორი, შეავსეთ ფორმა შემდეგი ბმულის გამოყენებით. თუ ხართ სტარტაპი და გსურთ, ინვესტორების წინაშე გააკეთოთ პრეზენტაცია, შეავსეთ აპლიკაცია.

შეიტყვეთ მეტი აქსელის შესახებ:  www.axelnetwork.org.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023